რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - ეს არის ფლანგვის ბიუჯეტი

2024 წლის ბიუჯეტი, როგორც ტრადიციულად ყველა ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ მიერ, ხასიათდება ერთი და იმავე სიტყვით, ეს არის ფლანგვის ბიუჯეტი, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას წარადგენს.

გოცირიძის თქმით, 2024 წლის ბიუჯეტი არაეფექტური და არარაციონალური ხარჯვით არის გამორჩეული.

„2024 წლის ბიუჯეტი განსაკუთრებით არის გამორჩეული, რადგან საარჩევნო წელია. ჩადებულია ისეთი ხარჯები, რომლებიც წინა საარჩევნო პერიოდში იჩენს თავს. დაქუცმაცებული თანხების გამოყენება დაიწყება წინასაარჩევნოდ, რაღაცის გაკეთებას რომ დაიწყებენ. განსაკუთრებულად არის ეს ბიუჯეტი არაეფექტური და არარაციონალური ხარჯვით გამორჩეული.

იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები. ასევე, იზრდება შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი. ამ შტატგარეშე თანამშრომლებს სინამდვილეში ჰქვიათ „ქართული ოცნების“ საბიუჯეტო სტრუქტურებში დამალული პარტიული აქტივი. არჩევნების პერიოდში მოგვევლინებიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად და მხარდამჭერებად“,- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ