კახა კალაძე - „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლის ნოემბერში გვექნება მზად

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მგზავრთნაკადის მოწესრიგებისა და შესვლის პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიანი პროექტი განხორციელდა, ხოლო მეორე, გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მათ შორის, მეტროს მეორე ამოსასვლელის მოწყობას ითვალისწინებს, 2024 წლის ნოემბერში იქნება მზად.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს და 5-ეტაპიან კვლევას ატარებს.

„მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იყო დისკომფორტი შესვლასთან დაკავშირებით, რაც მოხსნილია, რადგან დავამონტაჟეთ ახალი, უფრო მეტი ტურნიკეტი და დღეს მეტროში შესვლა პიკის საათებშიც არ წარმოადგენს პრობლემას. რაც შეეხება, მეორე უფრო გრძელვადიან პროექტს, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. აზიის განვითარების ბანკი (ABD) ძალიან გვეხმარება, კვლევები დაწყებულია ამ მიმართულებით, 2024 წლის ნოემბერში უკვე უნდა გვქონდეს ფასები, პროექტები. 5-ეტაპიანი კვლევაა გასაკეთებელი, ორი ეტაპი უკვე დასრულებულია და ნოემბერში გვექნება პროექტი მზად, იმისთვის, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი უშუალოდ სამუშაოებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მუნიციპალიტეტს მეტროს განახლებაშიც ეხმარება.

„ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არავის არაფერი გაუკეთებია მეტროში და არც ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. დავით ნარმანია იყო პირველი მერი, რომელმაც განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი - 140 ერთეული „მანის“ მარკის ავტობუსები შემოიყვანა. მავნებელ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს, ისაუბროს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ქალაქს მოპარეს, წაართვეს ყველაზე ძვირფასი ტრანსპორტი - ტრამვაი, მოიპარეს ხაზები და ჯართში ჩააბარეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე ისაუბრა სადგურის მოედნის გვირაბის გაგანიერების პრობლემაზე და აღნიშნა,რომ აღნიშნული პროექტი დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რაც გვირაბის დიდი ხნით ჩაკეტვას გულისხმობს.

„რაც შეეხება სადგურის მოედანს, იცით, რომ ჩვენ ადამიანებით ვარეგულირებთ აღნიშნულ პრობლემას, რაც დისკომფორტს წარმოადგენს. რაც შეეხება გვირაბის გაგანიერებას, ეს არის დიდ პრობლემასთან დაკავშირებული - მიწისქვეშა წყლები, აღნიშნული გვირაბის დიდი ხნით ჩაკეტვა, შესაბამისად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი