ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში - ვიცი, რომ არიან კომპანიები ევროპაში, რომელთაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დიდი ინტერესები აქვთ - საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა სახის ინვესტიციას ვისგან მიიღებს

ვიცი, რომ არიან კომპანიები ევროპაში, რომელთაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დიდი ინტერესები აქვთ - საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა სახის ინვესტიციას ვისგან მიიღებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით პირობის წამოყენება არ შეგვიძლია,- ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ალდინა ველანმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას, როგორი აღქმა აქვს ევროპას ანაკლიაში ჩინურ ინვესტიციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან ევროპული კომპანიების მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა ჩინეთისგან განსხვავებული, ალტერნატიული გადაწყვეტილებაც დადგეს დღის წესრიგში.

„ჩვენ გვაქვს ჩინური ინვესტიციები ევროპაშიც. რა თქმა უნდა, გლობალურ ბაზარზე ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა სახის ინვესტიციებს ვისგან მიიღებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით პირობის წამოყენება არ შეგვიძლია. საბოლოოდ, ეს საქართველოს გადასაწყვეტია ვისთან სურს ინვესტიციების გაკეთება. მე ვიცი, რომ არიან კომპანიები ევროპაში, ვისაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დიდი ინტერესები აქვთ და ვფიქრობ, იმ დროს, როდესაც მათ ექნებათ მოლაპარაკება თქვენს ხელისუფლებასთან, შესაძლოა ალტერნატიულმა გადაწყვეტილებებმა იჩინოს თავი, თუმცა კიდევ ერთხელ, ეს საქართველოს გადასაწყვეტია და ამაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია“,- განაცხადა ევროკომისარმა.

ალდინა ველანმა ზოგადად შავი ზღვის რეგიონისა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ვფიქრობ, შავი ზღვის რეგიონი აჩვენებს მის პოტენციალს და ასევე, მის მნიშვნელობას, რადგან, როდესაც თავად შავი ზღვა ბლოკირებული იყო რუსეთის მიერ, ვნახეთ როგორი ზარალი მოიტანა ამან. ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის გლობალური ბაზრისთვის.

მზარდ მნიშვნელობას ვხედავთ ანაკლიის პორტის შემთხვევაში და ვფიქრობ, ანაკლიის პორტის კავშირი ევროკავშირთან უნდა განვითარდეს, რადგან ეს არის შუა დერეფნის ნაწილი. ვფიქრობ, ამ მიმართულებაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა