პაატა დავითაია - ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველო დაბრუნდება ევროპულ ოჯახში

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, არის ისტორიული გადაწყვეტილება. ეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს ყველა მოქალაქის გამარჯვება - საქართველო ფართოდ შეაღებს ევროკავშირის კარს და დაბრუნდება დიდ ევროპულ ოჯახში - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის წერტილი, რომლიდანაც საქართველოს ჩრდილოეთისკენ შემობრუნება შეუძლებელია.

„ვულოცავ საქართველოს, ჩვენს ხალხს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ეს არის დიდი დღესასწაული საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის წერტილი, რომლიდანაც საქართველოს ჩრდილოეთისკენ შემობრუნება შეუძლებელია. მადლობას გადავუხდი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, ევროკავშირს გაწეული შრომისთვის და ამ გადაწყვეტილებისთვის.

იმედს ვიტოვებ, რომ 2024 წელს დაიწყება დიალოგის პროცესი საქართველოსთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ქვეყანა გადადგამს დამაჯერებელ ნაბიჯს ევროპულ ოჯახში”,- აცხადებს პაატა დავითაია.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე