ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის თავისუფლების მოედანზე დაუპატიჟებლად მისვლა იყო მორიგი პროვოკაცია - რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის მისალმებას, ეს არის პროტოკოლური ასპექტი

ნებისმიერ ელჩს ევალება, რომ დაიცვას პროტოკოლური თანმიმდევრობა, აქ სასპეკულაციო არაფერია , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩნსკის თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლას ეხამურება, რომლის დროსაც ელჩი საქართველოს პრეზიდენტს მიესალმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.

„რაც შეეხება ელჩის მისალმებას, ეს არის პროტოკოლური ასპექტი. ბუნებრივია, ნებისმიერ ელჩს ევალება, რომ დაიცვას ის პროტოკოლური თანმიმდევრობა, ფორმალური რანგირება, რომელიც ზოგადად მოქმედებს. აქედან გამომდინარე აქ სასპეკულაციო არაფერია. გასაგებია რატომაც დაიწყო ევროკავშირის ელჩმა მისალმება სწორედ ასეთი ფორმით.

რაც შეეხება იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ, მერე მოუწია დროზე ადრე იმ ტერიტორიის დატოვება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს, რა თქმა უნდა, არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი თავისუფლების მოედანზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც თავისუფლების მოედანზე მივიდა, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან პროვოკაცია იყო.

„მორიგი პროვოკაცია. ის მუდმივად გეგმავს პროვოკაციებს, თუმცა საბოლოო ჯამში მას ყველა პროვოკაცია ჩაუვარდა. ის პროვოკაციაც ჩაუვარდა, რასაც ერქვა თავისუფლების მოედანზე დაუპატიჟებლად მისვლა. იყო მორიგი პროვოკაცია, თუმცა ყოველგვარი წარმატების გარეშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო