ვახტანგ ძაბირაძე - თუ შევხედავთ იმას, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, მგონი, სამოთხეში ვცხოვრობთ, თუმცა უცნაური ის არის, რომ ამ სამოთხიდან ხალხი გარბის

თუ მთლიანობაში შევხედავთ იმას, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, მგონი, სამოთხეში ვცხოვრობთ, თუმცა უცნაური ის არის, რომ ამ სამოთხიდან ხალხი გარბის, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დიდი სატრაბახო არაფერი აქვს.

„კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რას იზამდნენ 2008 წელს, აიცილებდნენ თუ არა თავიდან ომს, აქ ძალიან მარტივია პასუხი - რუსეთი არავის არაფერს ეკითხება და ომის თავიდან აცილება ასე მარტივი არ არის. მეორე, თუ მტერს ყველაფერს დაუთმობ და ყველაფერზე თანახმა ხარ, მაშინ სულელი ვინ არის, რომ ომი დაიწყოს, რატომ დაიწყებს ომს? ჩვენი ხელისუფლება დღეს გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რა ტენდენციებია მოსკოვში, ვიდრე ევროკავშირში, სადაც პრემიერმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ მივდივართ. რაც შეხება ბიძინა ივანიშვილსა და პოლიტიკურ ვითარებას, ზოგადად თუ შევხედავთ, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ გაცილებით აგრესიული ავტორიტარიზმი ჰქონდა სააკაშვილს. დღეს ეს ავტორიტარიზმი ისევ და ისევ რჩება მმართველობის ფორმად, მაგრამ აგრესიული არ არის, უფრო რბილია. ამიტომ, აქაც ძალიან დიდი სატრაბახო „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ აქვს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, მსგავს განცხადებებს ხელისუფლება იყენებს საზოგადოების დასარწმუნებლად, თითქოს ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას მხარდამჭერები ჰყავს პარტნიორებში, როგორიცაა ევროკავშირი, აშშ და ყველა ცდილობს, საქართველო ომში ჩააბას.

„ეს არის იმ პროპაგანდისტული მანევრის მონახაზი, რასაც ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს. ოპოზიცია როგორი რადიკალურიც არ უნდა იყოს, მას როგორ შეუძლია ქვეყანა ან ომში ჩააბას ან მშვიდობა მოუტანოს?! ოპოზიციას ამისთვის არავითარი მექანიზმი არ გააჩნია. თუ საპროტესტო აქციები აქვს პრემიერს მხედველობაში, ოპოზიცია ვერც ამას შეძლებს, თუ მოსახლეობაში საპროტესტო განწყობა არ არის. მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო განწყობა ყოველთვის მოსდევს ხელისუფლების უუნარობას ან არასწორ ნაბიჯებს. შეგიძლიათ ბოლო 4 წლის განმავლობაში გაიხსენოთ საპროტესტო გამოსვლები და ნახავთ, რომ ოპოზიციას არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია. კრიზისული სიტუაცია ხელისუფლებამ შექმნა ხან არასწორი განცხადებებით, ხან არასწორი კანონის მიღებით და ამაზე არის ბუნებრივი რეაქცია. ოპოზიცია ამაში ერთვება, მაგრამ პროცესს ვერ ქმნის“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში