„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „პეჟო საქართველომ“ ახალი „შოურუმი“ გახსნა

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, “პეჟო საქართველომ” დავით აღმაშენებლის ხეივნის #100-ში, ახალი „შოურუმი“ გახსნა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს და ის სრულიად „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერითაა განხორციელებული.

„პეჟოს” დიდი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს 1810 წელს იღებს. 2021 წელს კი სტრატეგიულად შეცვალა პოზიციონირება ბაზარზე და ორიენტაცია პრემიუმ სეგმენტისკენ აიღო, რაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის ინტერიერის, მოწინავე ტექნოლოგიების და გამორჩეულად დახვეწილი დიზაინის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის და სივრცე, სადაც მომხმარებლები ბრენდის უპირატესობებსა და მართვის სიამოვნებას შეიგრძნობენ. პეჟო საქართველოს უკვე შეუძლია ბრენდის მოყვარულებს „შოურუმში“ უმასპინძლოს და შესთავაზოს პრემიუმ მომსახურება, როგორც საავტომობილო გაყიდვების, ასევე სერვისის მიმართულებით. გაგვაჩნია ამბიცია, რომ “პეჟო საქართველომ” ახალი ავტომობილების გაყიდვებში მნიშვნელოვანი ბაზრის წილი დაიკავოს და გახდეს ლიდერი კომპანია Upper Mainstream სეგმენტში“, - განაცხადა “პეჟო საქართველოს” დირექტორმა, თორნიკე კიკნაველიძემ.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, ნიკოლოზ მითაიშვილის თქმით, „საქართველოს ბანკისთვის“ კერძო სექტორის განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია.

„საქართველოს ბანკისთვის“ კერძო სექტორის განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ თბილისში კიდევ ერთი პრემიუმ კლასის შოურუმი გაიხსნა. პეჟოს „რებრენდინგისა“ და სტრატეგიის ცვლილების შემდგომ, ბაზარზე მისი მთავარი უპირატესობას სრულიად ახალი დიზაინის ელემენტები, პრემიუმ მომსახურება და კომფორტი წარმოადგენს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. მჯერა, რომ “პეჟოს” ახალი დიზაინი ბევრს მოხიბლავს და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ეყოლება საქართველოში. ჩვენ კი აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა