ლევან ხაბეიშვილმა ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში პარტიის ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად, გურიაში, პარტიის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

„გურიაში შევხვდით ადგილობრივ ლიდერებს - ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურში. მადლობა გადავუხადეთ „ნაციონალურ მოძრაობის“ თითოეულ წევრს, ვინც ამ წლების განმავლობაში იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიული საქართველოსთვის. ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი იშრომეს, მათ შორის, 2023 წელს და ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალთან ერთად იმისთვის, რომ სწრაფი განვითარება გვქონდეს, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს, დღეს ვიქნებით ფოთში, ხვალ გავაგრძელებთ აჭარაში, ჩავალთ სამეგრელოში, მოვივლით საქართველოს ყველა ქალაქს, ყველა რეგიონს იმისთვის, რომ ჩვენს ლიდერებს გადავუხადოთ მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ადგილზე ხალხის ინტერესების დაცვისთვის და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანებს უწევთ ტერორის, დიდი ზეწოლის ქვეშ მუშაობა, მაგრამ ისინი ვერ გატეხეს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა