საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა  ინოვაციურ პროექტებს მინისტრი დავით ფაცაცია გაეცნო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ეწვია და იმ ინოვაციურ პროექტებს გაეცნო, რომლებსაც აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები უნივერსიტეტში ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეები პროექტებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრის, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის მენტორობით ამუშავებენ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის დაწყებამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების STEM საგნებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის მენტორობით, STEM პროექტების მოდელირება-კონსტრუირებაში სპეციალური ტრენიგები გაიარეს. როგორც დეკანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, პროექტებზე მუშაობის პროცესში, მოსწავლეები ეფექტურად იყენებენ ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის მდიდარ ლაბორატორიულ რესურსს და დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, სწავლების თანამედროვე მეთოდებთან ერთად, წარმატებით ითვისებენ დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრის, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის თქმით, აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლებბმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს რამდენიმე მიმდინარე პროექტი გააცნეს და იმ სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ, რაც ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნას უკავშირდება.

„ამ ეტაპზე, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების ორი ჯგუფი დიდი ინტერესით მუშაობს რამდენიმე პროექტზე, როგორც თეორიულად, რაც ფიზიკის შესწავლას ითხოვს, ასევე პრაქტიკულად. ყოველ მონაწილეს შეუძლია ინდივიდუალურად ააწყოს და დააპროგრამოს ყველა კომპონენტი და თავის თანატოლებთან ერთად, ჯგუფურად იმუშაოს. მოსწავლეებმა ბატონ დავით ფაცაციას თვითონ წარუდგინეს უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი მიმდინარე პროექტები, მათ შორის: ხმოვანი საზომი ხელსაწყოები და ყვავილების მომვლელი რობოტი. მოზარდების მიერ აწყობილი მოლაპარაკე თერმომეტრი და მოლაპარაკე სასწორი უსინათლო და მხედველობაშეზღუდული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ამ პროექტზე ანა და ლუკა კვარაცხელიები, ილია დარსალია, ზვიად და უტა კოხიები მუშაობენ. ყვავილების მომვლელი რობოტი კი ფუნქციური და შემეცნებითი პროექტია, რომლის დანერგვა და ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია სასათბურე მეურნეობებში, განსხვავებული ჯიშის მცენარეების მოსავლელად და ასევე, საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც. ილია დარსალიასა და მარიამ და დავით ვახტანგაძეების მიერ აწყობილი და დაპროგრამებული თვითმავალი მოლაპარაკე რობოტი, მიღებული სიგნალის შესაბამისად, ინდივიდუალურად მიდის თითოეულ მცენარესთან და საჭიროების მიხედვით რწყავს და უვლის მათ. გარდა ამისა, შეხებისა და მორწყვის პროცესში, მცენარეებიც საუბრობენ თავიანთი სპეციფიკისა თუ საჭიროებების შესახებ. ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ყველა ეს პროექტი საკმაოდ რთულია, ითხოვს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, კრეატივს და პრაქტიკული უნარების განვითარებას, რაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრში დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ პროექტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2024 წლის „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე“ წარადგენენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს