გია ხუხაშვილი - ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს, „ლელოს“ კი უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი - ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს, შეუძლია ერთმანეთი შეავსოს

ვფიქრობ, რომ შეიძლება, საკმაოდ საინტერესო ალიანსი შედგეს და რაღაცნაირად, სინერგია შექმნას მათმა გაერთიანებამ - ნიკა მელიას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს და ხალხი ამ დიალოგს არის მოწყურებული - „ლელოს“უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი აქვს. ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს შეუძლია რომ ერთმანეთი შეავსოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ქართულ პოლიტიკაში მატერიალური რესურსები, „საკმაოდ პრობლემატურია“, რისი შესაძლებლობაც „ლელოს“ გააჩნია.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიკა მელიას გარკვეული თვისებები აქვს, რაც ჩვენი პოლიტიკური ველიდან საკმაოდ იშვიათია. შეიძლება ითქვას, რომ დეფიციტურია. მას ხალხთან დიალოგის უნარები აქვს და ხალხი ამ დიალოგს მოწყურებულია. მას შეუძლია, სერიოზული პოლიტიკური დინამიკა შექმნას, რაც „ლელოსთვის“იმ სისუსტის შევსების რეცეპტი იქნება, რაც მას აქვს. ქართული პოლიტიკის ამ ორ ელემენტს, შეუძლიათ, რომ ერთმანეთი შეავსონ. არა ხელი შეუშალონ ერთმანეთს და რაღაცნაირად დუბლირება მოხდეს, არამედ, გააწონასწორონ და ჰარმონიული ორგანიზმი შექმნან. ვფიქრობ, რომ ამის პერსპექტივა არსებობს. „ლელოს“ ძალიან სერიოზული რესურსები აქვს, რომლის კაპიტალიზაცია უნდა მოხდეს. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ რესურსებს, რაც საკმაოდ პრობლემატურია ქართულ პოლიტიკაში. „ლელოს“ ეს რესურსი აქვს. გარდა ამისა, მას აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური რესურსი. თუ გადახედავთ, ვინ არის ამ პარტიაში, დავინახავთ, რომ იქ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ინტელექტუალური კაპიტალია დაგროვილი. უბრალოდ, ამას ახლა რეალურ პოლიტიკაში კონვერტაცია და ხალხამდე მიტანა. ზუსტად, აი აქ დაეხმარება მელია [ლელოს] სერიოზულად“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით, ამ ორ პოლიტიკურ ფიგურას პარტნიორობის გამოცდილება აქვთ, რაც კარგია და ქართული პოლიტიკისთვის „იშვიათი“.

„ვფიქრობ, რომ შეიძლება, საკმაოდ საინტერესო ალიანსი შედგეს და რაღაცნაირად, სინერგია შექმნას მათმა გაერთიანებამ, მითუმეტეს, მათ პარტნიორობის გამოცდილება აქვთ. გვახსოვს ადგილობრივ მერის არჩევნებზე, როგორ დაკომპლექტდა, ფაქტობრივად, ქალაქის ჩრდილოვანი კაბინეტი. მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო ნიკა მელია, არ ჰქონია პრეტენზია რაღაც დომინირებაზე, რა პრეტენზიაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მუდმივად აქვს. ეს კარგი გამოცდილებაა, სხვათა შორის, ძალიან იშვიათი ქართულ პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ალიანსი შეიძლება გამოვიდეს, მითუმეტეს, რომ ნიკა მელია, ფაქტობრივად, დისტანცირდა იმ ნეგატივისგან, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის დამახასიათებელი. ასეთი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების პროცესში, მან შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ განაცხადი, კეთილი სურვილები.

ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ამომრჩევლები საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომელსაც არ აქვს არჩევანი არსებული პოლიტიკურ კონიექტურაში, სადაც „ნაც-ქოცური“ სიმბიოზი დომინირებს. ეს ამომრჩეველი არჩევანს ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრზე გააკეთებს, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა მოსწონს თუ არ მოსწონს, არამედ ძალის დემონსტრირებაც უნდა ხდებოდეს. ამ ტიპის გაერთიანებებს, ასე რომ ვთქვათ, რაღაც ძალის სიმპტომები გაუჩნდება, რაც ამომრჩევლისთვის მისაღებია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ არ გამორიცხა, რომ „ლელო“ ნიკა მელიასთან გაერთიანდეს და არჩევნებზე ახალი სახელით წარდგეს.

„გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი