ირაკლი ლექვინაძე - მიღებული გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მედიკამენტზე მაღალი ფასნამატის შესახებ - 400%-ზე მეტი, რიგ შემთხვევაში, 3 000%-იც - იანვარში, ალბათ, მორიგ მოკვლევას დავიწყებთ

მიღებული გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მედიკამენტზე მაღალი ფასნამატის შესახებ - კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე მონაცემებს ამუშავებს და დაახლოებით იანვარში, ალბათ, მორიგ მოკვლევას დავიწყებთ, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხი ეხება მედიკამენტებს, რომლებზეც ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი არ ვრცელდება და მათზე 400%-იანზე მეტი ფასნამატი ვლინდება.

„ეს ეხება მედიკამენტებს, რომლებზეც ჯერჯერობით არ ვრცელდება რეფერენტული ფასი, თუმცა საბაჟო ღირებულებიდან საცალო ფასამდე ფიქსირდება ძალიან მაღალი ფასნამატი - 400%-ზე მეტი, რომლებიც რიგ შემთხვევაში 3 000%-ზეც კი არის. ჩვენი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, იდენტიფიცირება გავუკეთოთ აღნიშნულ მედიკამენტებს, იმპორტიორ თუ რეალიზატორ კომპანიებს და იმ შემთხვევაში თუ ბაზრებზე აღმოჩნდებიან დომინანტები, მოკვლევის დაწყების საფუძველი გვექნება დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადო გამოყენების კუთხით. არ ვიცით, რომელ კომპანიებზეა საუბარი, შესაძლოა იყოს ჩვენთვის უცნობი იმპორტიორი კომპანიებიც. შეიძლება მოცულობაშიც დიდები არ არიან, მაგრამ კონკრეტული მედიკამენტების შემომტანები იყვნენ და ბაზარზე შემცვლელები არ გააჩნდეთ და ერთადერთები იყვნენ ბაზარზე“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა