საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ღირსეულ კურსდამთავრებულს, სემეკის გუნდის წევრს, გია იოსებაშვილს 70 წლის იუბილეს ვულოცავთ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღირსეულ კურსდამთავრებულს, სემეკის გუნდის წევრს, გია იოსებაშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სამშენებლო ფაკულტეტის სახელით, სტუ-ის ღირსეულ კურსდამთავრებულს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელს, გია იოსებაშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს.

„ბატონო გია, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - 70 წლის იუბილეს. თქვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ საუკეთესო კურსდამთავრებულ ინჟინერ-მშენებელთა შორის ხართ, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია კავშირი თავის ალმა-მატერთან და მისი წარმატება მუდამ ახარებს. თქვენ დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გუნდის წევრი ხართ და ღირსეული წვლილი შეგაქვთ ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის აუცილებელი ფუნდამენტური დარგების განვითარებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო გია, დღეგრძელობა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი მეგზური!“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მილოცვაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა