სოფო ჯაფარიძე - „მედ გიდის“ გუნდი ვირუსებთან დაკავშირებით უფასო ონლაინ კონსულტაციებს გთავაზობთ - ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „მედ გიდის“ გუნდი მოქალაქეებს ვირუსებთან დაკავშირებით უფასო ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს.

როგორც სოფო ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ვირუსებთან დაკავშირებით არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია.

„ქვეყნის ათასობით მოქალაქე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ ამ რთულ გამოწვევას გაუმკლავდნენ.ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია, ისევ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას. სამწუხაროდ, არ მეგონა, რომ კოვიდის შემდეგ „მედ-გიდის“ კვლავ დაბრუნება გახდებოდა საჭირო, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ მიმაჩნია, აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის დროს ხელისუფლებამ ვირუსთან საბრძოლველად პირისპირ დატოვა მოსახლეობა და „მედ-გიდის“ გუნდმა ათასობით მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.

„ერთხელ დაგპირდით და კიდევ გეტყვით - ყოველთვის ვიქნები ჩემს ძალიან მაგარ გუნდთან ერთად იქ, სადაც თქვენ დაგჭირდებათ. არასოდეს მიგატოვებთ არც ერთ თქვენგანს! გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ქვეყანას ექნება ევროპული ჯანდაცვის სისტემა, სადაც „მედ გიდი“ აღარასოდეს გახდება საჭირო, „მედ გიდი“ დარჩება ლეგენდად, თუ როგორ შეიძლებოდა 17 კაციან გუნდს ყველაზე დიდი კრიზისის დროს ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია შეესრულებინა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა. ეს ჩვენი გმირი ექიმების დამსახურებაა, კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ მადლობა მათ. ასე რომ, „მედ-გიდი“ ისევ თქვენს სამსახურშია. ჩვენი, საქართველოში წამყვანი ექიმები გაგიწევენ სრულიად უფასო ონლაინ კონსულტაციებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ყალბი ე.წ. ექაუნთი შეიქმნა, შემოდით ჩემს გვერდზე - სოფო ჯაფარიძეზე, სადაც გაზიარებული მაქვს ახალი ჯგუფი“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება