რომან გოცირიძე უმრავლესობაზე -  ესენი ალილო ფარისევლები არიან, ვითომ რელიგიასა და რწმენას იცავენ - მათი რელიგია და რწმენა ფული და ძალაუფლებაა

ესენი ალილო ფარისევლები არიან, ვითომ რელიგიასა და რწმენას იცავენ - მათი რელიგია და რწმენა ფული და ძალაუფლებაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს! - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომლის განცხადებით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა გამკაცრდება.

გოცირიძის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია მხოლოდ რიტუალურად ახსენდება“.

“ამ პარლამენტარების, ამ ალილო ფარისევლების მხრიდან რომელ კანონიერებაზე და კანონის გამკაცრებაზეა საუბარი?! პარლამენტის შენობის წინ აღმართულია ჯვრის მსგავსი რაღაც კონსტრუქცია, რომლის აღმართვის დღეს ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა, დღემდე დგას და სწორედ ამ ფარისევლობის გამო ხელი ვერ ახლეს. ვითომ რელიგიასა და ვითომ რწმენას იცავენ. მათი რელიგია და რწმენა არის ფული და ძალაუფლება, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს და ემსახურებიან არა ქვეყანას, არამედ ივანიშვილის მმართველობას. ახლა რაღაც ახალი თემა გამოაგორეს კანონის გამკაცრებაზე...

ეშმაკის წარმომადგენელია სტალინი, ლენინი და ყველა ბოლშევიკი, რომლებმაც ასობით ათასი ადამიანი მარტო საქართველოში გაანადგურეს და რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ. ამ ადამიანების ხატებით არის მოფენილი პრორუსული ქართული ეკლესია, რომელიც დღემდე რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

“ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია რიტუალურად ახსენდება, როდესაც ქუჩაში გამოეფინებიან და ალილოს მსვლელობაზე გამოსულ ადამიანებს კანფეტებს ურიგებენ“, - განაცხადა გოცირიძემ.

აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

მმართველი გუნდის ინიციატივით, რელიგიური ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ