სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში საქპატენტის სათავო ოფისში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა

სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლების მიზანი იყო უწყების თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური ენების ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებისა და სალიტერატურო ენის განახლებული ნორმების გაცნობა - გაზიარება და ამ მიმართულებით მათი ცოდნის გაღრმავება.

„ტრენინგი დაიგეგმა და განხორციელდა „საქპატენტისა“ და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

ტრენინგში მონაწილეობდა „საქპატენტის“ სხვადასხვა დეპარტამენტის 14 თანამშრომელი, ხოლო სწავლების პროცესს უძღვებოდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო - საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თინათინ ბოლქვაძე. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია უცხოური ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის ძირითადი კრიტერიუმების შესახებ. სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილდა ინგლისური ენის ბგერითი სისტემისა და ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესებზე. ინტერაქციულ შეხვედრებზე, ასევე, მიმოიხილეს უცხოური საკუთარი სახელების ქართულ ენაზე დაწერილობის საკითხები, იმსჯელეს სალიტერატურო ენის სხვა განახლებულ ნორმებსა და ოფიციალური დოკუმენტაციის სტილისტიკის საკითხებზე.

ზემოაღნიშნული ტრენინგიდან მიღებული ცოდნა „საქპატენტის“ თანამშრომლებს დაეხმარება საქმიანობაში სახელმწიფო ენის სწორად გამოყენებასა და ენობრივი ნორმების დაცვაში, ხელს შეუწყობს ამ კუთხით მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას. „საქპატენტის“ სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე