ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნება“ და შალვა პაპუაშვილი მუდმივად მანიპულირებენ ეკლესიის და რელიგიის თემით

ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაა, როცა გელათის რეაბილიტაცია პრაქტიკულად ჩავარდნილია, ის, რაც ხდება ჯვრის მონასტერში, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებთან მიმართებით და ის, რაც ხდება ეპისკოპოსების და მღვდელმსახურების მოსმენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციას ეკლესიასთან ბრძოლაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" და შალვა პაპუაშვილი მუდმივად მანიპულირებენ ეკლესიის და რელიგიის თემით.

"საზოგადოებამ კარგად იცის, რა დამოკიდებულება აქვს "ქართულ ოცნებას" ეკლესიის მიმართ. მათი მმართველობის პერიოდში ეპისკოპოსებს და სხვა მღვდელმსახურებს რომ უსმენენ, მათი ცხოვრების ფარული კადრები და ჩანაწერები რომ არსებობს და გამოქვეყნებულია სწორედ მათი ხელისუფლების დროს, ის რა დღეშიც არის გელათი, ჯვრის მონასტერი, როგორ ექცევიან კულტურული მემკვიდრეობის პროექტებს, ამის ნათელი დადასტურებაა. ამიტომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადებაც ეკლესიის თემით მორიგი მანიპულაციაა და ამომრჩევლის მოსატყუებლად,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს