თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT-ი ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 23 იანვარს რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა.

თურქეთის პარლამენტის 364 დეპუტატიდან შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას 287-მა დაუჭირა მხარი, 35 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო დანარჩენებმა თავი შეიკავეს.

ახლა, შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის საბოლოო რატიფიცირებისთვის საბუთს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერა სჭირდება.

აღინიშნება, რომ ეს ფორმალური ნაბიჯია, თუმცა პროცესის თარიღი ამ მომენტისთვის უცნობია. ამ მომენტისთვის, თურქეთის გარდა ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება მხოლოდ ერთმა ქვეყანამ - უნგრეთმა - არ მოახდინა, რომლის ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე დადეს პირობა, რომ ბუდაპეშტი ამ პროცესში “ბოლო არ იქნება”.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა