შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს რეკომენდაციებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე ცალკე საია და „სამართლიანი არჩევნები“

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის ფარგლებში მიმდინარეობს და NGO-ებს ცალ-ცალკე მოსაწვევები არ გაეგზავნებათ. პაპუაშვილმა ასე უპასუხა კითხავს, თუ რატომ არ არიან ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე მიწვეული ისეთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა „საია“ და „სამართლიანი არჩევნები".

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მას წერილით მიმართეს, საიდანაც ირკვევა, რომ „თურმე, მათ პლატფორმა დაუტოვებიათ“. პაპუაშვილი აცხადებს, რომ როგორც ჩანს, თავად არ სურთ, რომ საპარლამენტო საქმიანობაში აღნიშნული ფორმატით იყვნენ ჩართული.

„უკვე წელიწად-ნახევარია, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატი გადის "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების" პლატფორმაზე. ეს პლატფორმა არის ერთადერთი გაერთიანება, რომელიც არის ინსტიტუციურად დაკავშირებული ევროკავშირთან. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე დიდი გაერთიანება. დაახლოებით, 200 ორგანიზაცია არის და წელიწად-ნახევარია სწორედ ამ კუთხით არის თანამშრომლობა, მათ შორის, თქვენს მიერ დასახელებულ ორგანიზაციებთან. შესაბამისად, პლატფორმა არის მოწვეული და შიგნით თავად ყალიბდებიან, ვინ არის ხოლმე წარმომადგენელი. რაც შეეხება თქვენ მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც ცალკე წერილით მომმართეს - ამ წერილიდან გავიგე, რომ თურმე მათ პლატფორმა დაუტოვებიათ. მათი არჩევანია ეს, უნდათ თუ არა, იყვნენ ჩართული ამ მხრივ, პარლამენტის საქმიანობაში. ასე ცალკე ჩვენ NGO-ებს ვერ ვეტყვით, ვინ ჩავრთოთ და ვინ არა. არის ეს პლატფორმა და მათ აქვთ შესაძლებლობა, ამით ისარგებლონ და როგორც აქამდე იყვნენ პლატფორმის მეშვეობით საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულები, ისე იყვნენ ჩართული. ისინი ამ პლატფორმის წევრები იყვნენ და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იყვნენ. როგორც ჩანს, არ სურთ, რომ იყვნენ მონაწილეები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - გამოქვაბულისკენ გზა აღარ არსებობს, ხვალინდელი დღის პერსპექტივა არ უნდა დაიკარგოს - საქართველო ვერ იქნება ვერც ნაკრძალი და ვერც ეგზოტიკური სამხეცე
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი პოლონეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს წარადგენს
რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? რატომ ინარჩუნებს უკვე 19 წელია Samsung-ი მსოფლიოში #1 პოზიციას
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?