სალომე სამადაშვილი - რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა არჩევნებამდე, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის - „ოცნება“ გაკოტრებული ძალაა

რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს დღეიდან არჩევნებამდე მთავრობა, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” უკვე პოლიტიკურად გაკოტრებულია, რომელსაც მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზე აქვს.

„ქართული ოცნება” არის პოლიტიკურად გაკოტრებული ძალა, რომელსაც ისტორიულ მინიმუმზე აქვს დასული მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მოთხოვნით უშუალოდ თავად პოლიტიკაში. ნახეს რომ „ქართული ოცნების” რეიტინგს ამანაც ვერ უშველა და არათუ გაიზარდა, არამედ ყოველდღიურად მცირდება და სწორედ ამის მომასწავებელია ის, რომ უპრეცედენტოდ მმართველ პარტიას, ფაქტობრივად, რამდენიმე კვირის შუალედით უწევს მორიგი ყრილობის ჩატარება და გუნდის ახლებურად გადალაგება. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მათ სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც მათ ინტერესებს ემსახურება და არა ის გუნდი, რომელიც ერთი მხრივ, ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს და მეორე მხრივ, ასრულებს რუსეთის დავალებებს. ამიტომ, რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს დღეიდან არჩევნებამდე მთავრობა, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე “ქართლი ოცნება” განწირულია მარცხისთვის”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დისკრედიტირებული პოლიტიკოსი და მსგავსი ხალხის გარდა, რუსეთისთვის მისაღები კანდიდატები „ქართულ ოცნებაში” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში აღარ დარჩა.”

ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დისკრედიტირებული პოლიტიკოსი და როგორც ჩანს, მსგავსი ხალხის გარდა, რუსეთისთვის მისაღები კანდიდატები „ქართულ ოცნებაში” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში აღარ დარჩა. სხვა არანაირი ახსნა არ აქვს ამ გადაადგილებას. მთავარი არის, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება გავრილოვის და რუსეთის მსახური ქვეყანა, რაც არ უნდა ერქვას მათ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილი იქნება თუ კობახიძე”, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა