ბორჯომის მერია - 2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი

2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურული პროექტებია: ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბიში მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტში ჩიხების რეაბილიტაცია; ბორჯომში მესხეთის ქუჩის N146 ა და 146 ბ-ში არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია; ბორჯომში რუსთაველის ქუჩის N 91-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩის მიმდებარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი მოლითიდან სოფელ ტაბაწყურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ( ერთი მონაკვეთი); ბორჯომში ე.წ ცოფიანი ღელეს არხის მოწყობა; ბორჯომში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს