ჯუანშერ ბურჭულაძე - მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, საამაყო, თითქმის 5 წელი  გავატარე თავდაცვის სამინისტროში - მადლობელი ვარ კობახიძის, ახალი პრემიერის, მან მთელ გუნდს შემოგვთავაზა თანამდებობებზე დარჩენა

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს. საამაყო თითქმის 5 წელი იყო, რაც თავდაცვის სამინისტროში გავატარე - მადლობელი ვარ კობახიძის, ახალი პრემიერის, მან მთელ გუნდს შემოგვთავაზა თანამდებობებზე დარჩენა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას თანამდებობის დატოვება, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს სურდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს. ეს იყო საამაყო თითქმის 5 წელი, რაც გავატარე თავდაცვის სამინისტროში. ბუნებრივია, პრემიერი შეიცვალა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები. დიდი მადლობელი ვარ ირაკლი კობახიძის, ახალი პრემიერის, მან მთელ გუნდს შემოგვთავაზა თანამდებობებზე დარჩენა, თუმცა, მე ზოგადად, მას შემდეგ, რაც კოდექსი მივიღეთ, ეს იყო ძირითადი სამართლებრივი აქტი, რაც უწყებაში ოდესმე მიღებულა, თხოვნა მქონდა პრემიერთან წასვლასთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა მთხოვა, ჯერ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, პრინციპულად ვერ შევძლებდი ამ თანამდებობაზე ჩემს მოღვაწეობას“,- აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ჯარში ბევრი პოზიტივი შეიტანეს.

„კონსულტაციები ერთად გავმართეთ, ეს იყო საერთო აზრი, მათ შორის ივანიშვილის, პრემიერის, ყოფილი პრემიერის. დარწმუნებული ვარ, ჯარში ჩვენ ძალიან ბევრი პოზიტივი შევიტანეთ“,- აღნიშნა ბურჭულაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი