თემურ ჯანაშია - ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ მაგიდის გარშემო ცვლის სკამებს, არაფერს აკეთებს მოსახლეობისთვის - მთავრობაში გადაადგილება ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის

ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ მაგიდის გარშემო ცვლის სკამებს, არაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობისთვის - მთავრობაში გადაადგილება ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის პროცესში ჩაერთვება, თუმცა არ აქვს, მოლოდინი, რომ დასმულ კითხვებზე პასუხებს მიიღებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით განხილვაში, დავუსვამთ კითხვებს, თუმცა ეს კითხვები იქნება რიტორიკული და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხებს ვერ მივიღებთ. ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ ცვლის მაგიდის გარშემო სკამებს, არაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობისთვის, არ ქმნის დოვლათს ქვეყნისთვის, არ ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ეს არის გადაადგილება მთავრობაში, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის. ეს არის ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილება“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე