ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი ფაქტობრივად ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული, შეიცვლის თუ არა პოზიციას, მისი გადასაწყვეტია -  ჩვენ უნდა მოვუსმინოთ, რა თქმა უნდა, მის გამოსვლას დავესწრებით

ხედავთ, რომ პრეზიდენტი ფაქტობრივად ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული -რა თქმა უნდა, დავესწრებით პრეზიდენტის მოსმენას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, რომ პარლამენტში მოვიდეს და წლიური ხედვა წარმოადგინოს.

„ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ფაქტობრივად ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული, რა ექნება კონკრეტულად სათქმელი გამოსვლის დროს ვერ გეტყვით, შეიცვლის პოზიციას პრეზიდენტი და გახდება როგორც ნეიტრალური, თუ არა მისი გადასაწყვეტია. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, დავესწრებით“,-აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მან ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან.

„რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან. ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც მრავალ სეგმენტად დაიშალა. არჩევნები მოდის და დაშლილი სეგმენტები ცდილობენ რაღაც კონფიგურაციით დალაგდნენ, რაღაც შედეგამდე მივიდნენ. საერთო ამომრჩევლის გაყოფაზეა საუბარი. რაც არ უნდა კონფიგურაციები შეიცვალონ, მათი პოლიტიკური წარსული არ ქრება, არც პოლიტიკური დანაშაულებზე მოუხდიათ ბოდიში, არც პოლიტიკური ქცევა შეცვლილა. რაიმე განსაკუთრებული სიახლე, ალტერნატივა არ ჩნდება“,-აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია