თაკო ჩარკვიანი - კობახიძისგან პროცესის რადიკალიზაციას ველოდები

ღარიბაშვილი ივანიშვილმა არჩევნების ჩასატარებლად წაიყვანა, ხოლო თავის გამოსვლებში ყველაზე სასტიკი და ცინიკოსი, ირაკლი კობახიძე, უშუალოდ ოპოზიციასთან, აქციებთან დასაპირისპირებლად მიიყვანა - კობახიძისგან პროცესის რადიკალიზაციას ველოდები, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჩარკვიანი არ ეთანხმება შეფასებას, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი დასაჯა.

„ყველა ამბობს, რომ [ბიძინა ივანიშვილმა] ღარიბაშვილი დასაჯა. მე ეს პროცესი ასე არ დავინახე. ღარიბაშვილი ივანიშვილმა წაიყვანა არჩევნების ჩასატარებლად. ყველაზე სანდო ადამიანი მიიყვანა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელად არჩევნების ჩასატარებლად. ხოლო ყველაზე სასტიკი და ცინიკოსი თავის გამოსვლებში, ირაკლი კობახიძე, მიიყვანა უშუალოდ ოპოზიციასთან, აქციებთან დასაპირისპირებლად. „გავრილოვის ღამის“ გამკეთებელი მოიყვანა პრემიერად. გახსოვთ ივანიშვილმა რომ თქვა: „ირაკლი? რაც გინდათ ის დაუძახეთ“. მაშინაც დავინახე, რომ გადაეფარა, როგორც საკუთარ შვილს გაჭირვების ჟამს. ახლაც ვერ დავინახე დასჯა, დავინახე მოცილება. ჩამწკრივდნენ და 10 წუთი, ყველამ ერთად ისაუბრა, რომ თურმე დასავლეთის თვალსაზრისით ყველაფერი ღარიბაშვილის დამსახურება ყოფილა და რაც მოხდა მის სახელს უკავშირდება, გაისტუმრეს დიდი მადლობებით მაგრამ კი არ გაისტუმრეს, მიიყვანა იქ ის, ვინც არჩევნები უნდა ჩაატაროს“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, კობახიძე „გავრილოვის ღამესთან“ და შემდეგ ამის „გაპრავებასთან“ ასოცირდება.

„ხშირად ვუსმენთ ხოლმე მათ [მინისტრთა კაბინეტს], მაგრამ რაც უფრო ხშირად ვუსმენთ, მით უფრო ნაკლებად გვაქვს ადამიანებს მათი ნდობა. ჩემთვის პრემიერად არის ის ადამიანი [ირაკლი კობახიძე], ვინც „გავრილოვის ღამის“ ინციდენტთან, ამის „გაპრავებასთან“ ასოცირდება. არც გახარიას ვაკლებ ხოლმე ჩემს შენიშვნებს, ისიც შემოქმედია ამ ყველაფრის. „გავრილოვის ღამე“ და შემდეგ ამ ყველაფრის ისტერიულად, მწვავედ და ცინიკურად „გაპრავება“ - ესაა ჩემთვის კობახიძე. აბა რას უნდა ველოდო? ეს ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თორემ ამას შემდეგ ჯაჭვი მოჰყვა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო