თეა ახვლედიანი - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის ცოდნის კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ განსაზღვრული ამოცანები, მიმართულია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლებისკენ

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის ცოდნის კუთხით დღემდე არსებული გამოწვევების საპასუხოდ განსაზღვრული ამოცანები, მიმართულია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლებისკენ, ისევე როგორც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ენის ცოდნა განიხილება, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, სრულფასოვანი სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის, სხვადასხვა ეთნოსს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფის და კულტურის გაზიარების წინაპირობა.

„შესაბამისად ჩვენი ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციის ფუნდამენტს წარმოადგენს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის ცოდნის კუთხით დღემდე არსებული გამოწვევების საპასუხოდ განსაზღვრული ამოცანები, მიმართულია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლებისკენ, ისევე როგორც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ. დაგეგმილი კომპლექსური ღონისძიებები ითვალისწინებს არსებული მიდგომების, ასევე სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგებით უზრუნველყოფას. ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ორენოვანი განათლების მოდელი - ბილინგვური პროგრამა, 2024 წლის ბოლომდე, ყველა არაქართულენოვან ბაღსა და სკოლაში დაინერგება. ჩვენი სტრატეგიული ხედვის რეალიზების შედეგად, 2030 წლისთვის ყველა არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულების სრულ უმრავლესობას ეცოდინება ქართული ენა.

ქართული ენის სწავლების ძალისხმევასთან ერთად, კვლავაც მხარდაჭერილი იქნება ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება, მათ შორის, მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის - ადგილობრივი თემის მოთხოვნის საფუძველზე.

ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების განვითარების და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, განხორციელდება 1+4 პროგრამის ადაპტაცია, არსებული საჭიროებების და პროგრამის კომპლექსური კვლევის შედეგების გათვალისწინებით. გაგრძელდება პროფესიულ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა ქართული ენის პროგრამების შეთავაზებისა და არაქართულენოვან სკოლებში პროფესიული უნარების კურსების დანერგვის გზით.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გარდამტეხ როლს შეასრულებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მასშტაბური პროექტი. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში, გასულ წელს დასრულდა 20-ზე მეტი პროექტი, მიმდინარე წელს კი დაგეგმილია 14 საბავშვო ბაღისა და 13 საჯარო სკოლის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები“,- განაცხადა ახვლედიანმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია