ირაკლი ჩიქოვანი - „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ - ამ შეფასების გამოყენება პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ - ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტთან თანამშრომლობას ეხებოდა.

ჩიქოვანის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას კანონმდებლობის შესაბამისად აპირებს.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში „გამაერთიანებელი სიმბოლოს“- ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება. გულწრფელად გეტყვით, საკმაოდ მაპოლარიზებელი იყო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც მას ჰქონდა მიღებული. ამ დებატში არ შევალ, ამაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია,მეც მაქვს დაფიქსირებული, მაგრამ როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი გეტყვით, რომ პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატთან ურთიერთობები არის გაწერილი და დარეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, მეც ამ კანონმდებლობით ვისარგებლებ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს