პარლამენტთან აქცია - „წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი“  მიმდინარეობს

პარლამენტთან აქცია - „წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები კულტურის მინისტრობის კანდიდატად თეა წულუკიანის წარდგენას აპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, კინორეჟისორის ქეთი მაჭავარიანის თქმით, პრობლემა არის ის, რომ კულტურის სფეროს მართავენ არაკომპეტენტური კადრები და კინოს სფეროში არაფერი ხდება.

„პარლამენტთან იკრიბებიან კინოს და ხელოვნების წარმომადგენლები. დიდი ხანია ვდგავართ პრობლემის წინაშე. კინოს სექტორის სახელით ვიტყვი, რომ 8 თვეა 450 კაცი ბოიკოტში ვიმყოფებით. ბოიკოტის მანძილზე არავის ჰქონია სურვილი, რომ კითხვა დაესვა, თუ რა პრობლემა გვაქვს. რეალურად პრობლემა არის ის, რომ კულტურის სფეროს მართავენ არაკომპეტენტური კადრები და არაფერი ხდება კინოს სფეროში.

არამარტო კინოს გარშემო, არამედ კულტურის სხვადასხვა სფეროში უამრავი პრობლემა დაგროვდა და ამაზე პასუხის არ გვაქვს. დღეს მინისტრი მივიდა პარლამენტში და პასუხობდა დეპუტატების შეკითხვებს, მაგრამ მას არასდროს მოუსმენია კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან დასმული კითხვები.

ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები და არ შევეგუოთ ამ სფეროს გაჩერებას. კულტურა ჩვენი ქვეყნის სახეა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ იდენტობის ასეთი ხელყოფა დაუშვებელია“,- განაცხადა კინორეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა „მთავარ არხთან“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა