სალომე ზურაბიშვილი - წარმატების მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ცოდნით, ნიჭით და საქმით და არა ძალაუფლების წრეში ვიღაცის ნაცნობობით და მფარველობით

წარმატების მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ცოდნით, ნიჭით და საქმით და არა ძალაუფლების წრეში ვიღაცის ნაცნობობით და მფარველობით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ევროპული მოდელი მოითხოვს სამართლიან სასამართლოს.

„რასაც ევროპა გვეუბნება და რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის გვჭირდება, რასაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება და ითხოვს: სამართლიანობა, თანასწორობა, დაცულობა. ამის მისაღწევად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავემშვიდობოთ მანკიერი საბჭოთა წარსულის ყველაზე მახინჯ წარმონაქმნებს.

ეს ნიშნავს ძალაუფლების მოდელის გარდაქმნას და ევროპული მმართველობის მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს: თავისუფალ კონკურენციას, აზრთა მრავალფეროვნებას, კომპრომისებსა და ძალაუფლების გადანაწილებას, ხშირად კოალიციურ მთავრობას და ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალებს შორის, სულ მცირე, დიალოგს და ქვეყნის ინტერესების ირგვლივ საერთო ენის გამონახვა;

ეს ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლას, რათა წარმოიშვას ახალი ევროპული სტილის საბაზრო და სოციალური ეკონომიკა. სადაც დოვლათი ყველაზე უნდა ნაწილდებოდეს, სადაც გამოცხადებული ბიუჯეტის ზრდა უნდა ისახებოდეს მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობაზე, სადაც ადამიანი საკუთარ კერძო ინიციატივების დაუბრკოლებლად უნდა ახორციელებდეს, სადაც ტენდერები თავისუფლად და გამჭვირვალედ უნდა ტარდებოდეს. წარმატების მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ცოდნით, ნიჭით და საქმით და არა ძალაუფლების წრეში ვიღაცის ნაცნობობით და მფარველობით;

ევროპული მოდელი მოითხოვს სამართლიან სასამართლოს. ეკონომიკის გათავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცულობა, თუ პოლიტიკური ძალებისთვის თანასწორი პირობების შექმნა - ყველაფერი სამართლიან, ანუ მიუკერძოებელ სასამართლოზე გადის. სასამართლოზე, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას და ახორციელებს მას, სასამართლოზე, რომელიც იცავს სუსტს ძლიერისგან, დაუცველს პრივილეგირებულისაგან, მართალს ძალადობრივი წნეხისგან“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები