ირაკლი ქარსელაძე - 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოწყობილია ახალი რეკრეაციული სივრცეები

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვაგრძელებთ ურბანული განახლების პროექტებს. მათ შორისაა პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომლის ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით და უწყებების აქტიური მონაწილეობით შერჩეულ მდებარეობებზე, მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია და ზოგიერთ მდებარეობაში გრძელდება მეორე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო 100-მდე პარკი და სკვერი; 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოწყობილია ახალი რეკრეაციული სივრცეები; განახლდა 730-ზე მეტი შენობა; აშენდა 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში.

,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2023 წელს დაწყებული „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ ახალი სახელმწიფო პროგრამა. პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება. პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია 10 მდებარეობა. ამ ეტაპისთვის, პროექტები დაწყებულია - ბორჯომში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ბათუმში, მესტიაში, მცხეთაში ზუგდიდსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში; დაგეგმილია ბაკურიანის არეალზე ტენდერის გამოცხადება“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, ასევე, გრძელდება სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი რეგიონული და ურბანული განახლების პროექტები, რომელთა დასრულებაც 2024 წელს არის დაგეგმილი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს