სტიქიამ პრობლემები შექმნა ტყიბულშიც - ძლიერი ქარისა და ნალექის შედეგად დაზიანებულია სახლების სახურავები და გზები

სტიქიამ ტყიბულში პრობლემები შექმნა.

ძლიერი ქარისა და ნალექის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და შიდა სასოფლო გზები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტყიბულის მერიაში განუცხადეს, „მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების განვითარების გამო დაზიანდა სოფლების - ჯვარისისა და ხორჩანას შიდა სასოფლო გზები. აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე, დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, სოფლების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტში სტიქიური მდგომარეობის გამო ტყიბულის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს დღეს გაეცნო.

„მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად იყვნენ ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, რომელიც დილიდან ისევ განახლდება. მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს”, - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ისევ გადაუღებლად წვიმს და ქარია.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს