ირაკლი კობახიძე - ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია, ეკონომიკურ წინსვლას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება

ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი და მომავალშიც ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკურ წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ წარადგინა სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს 10 თვიან პერიოდს.

„წარმოგიდგენთ სამთავრობო პროგრამას, რომელიც მოიცავს ათთვიან პერიოდს გასაგებ მიზეზთა გამო. ოქტომბერში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე მომზადდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და პარლამენტის შეკრების შემდეგ წარმოგიდგენთ უკვე ახალ, ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას, სადაც იქნება გაწერილი ახალი ინიციატივები, რომლებიც სწორედ ჩვენ საარჩევნო პროგრამას დაეფუძნება. საუბარია არსებითად იმ ღონისძიებების, ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე, რომელიც თავის დროზე, 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში გვქონდა გაწერილი და რომელიც გაიწერა 2021 წლის სამთავრობო პროგრამაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესების შესაძლებლობა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გასული 10 წლის განმავლობაში გამოვიარეთ ორი ურთულესი კრიზისი - ეს იყო 2015-16 წლების კრიზისი, მათ შორის სავალუტო კრიზისი, ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი 2020-21 წლებში და საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ კრიზისების ფონზე მოვახერხეთ პრობლემების დაძლევა და განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა ამ სამი წლის განმავლობაში და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესების შესაძლებლობა. მათ შორის, რადიკალურად შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი, თუ 2020 წლისთვის საგარეო ვალი იყო 60%-ზე მეტი, 39,5 %-მდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ასევე ბიუჯეტის დეფიციტი 9,3 % - დან შემცირდა 2,5%-მდე; 5%-ს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე 1%-ზე ნაკლებია ბოლო რვა თვის ინფლაციის მაჩვენებელი. ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს ოპტიმალური მაჩვენებლები, ეკონომიკური, ფისკალური მაჩვენებლები და რა თქმა უნდა, მაქსიმალური აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ეკონომიკური განვითარების ტემპი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს. უკვე დაწყებულია კონკრეტული ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ეკონომიკის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი საკითხია. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. საქმე ეხება გზებს, საავიაციო ტრანსპორტს, რკინიგზას, კომუნიკაციებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს