ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება

საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა რჩება ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად. მზად ვართ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და გამოვიყენოთ ყველა არსებული ფორმატი იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზებით შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა , - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

ნიკოლოზ სამხარაძემ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა რვაწლიანი საპარლამენტო საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში პარლამენტი სწორედ ირაკლი კობახიძის ძალისხმევით გახდა ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტი.

„ის, რომ დღეს პარლამენტი ნამდვილად ასრულებს თავის ფუნქციას და რომ პარლამენტში არის პოლიტიკური ცხოვრება, მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები, ამაში ლომის წილი სწორედ ირაკლი კობახიძეს მიუძღვის და მას ამისთვის დიდი მადლობა მსურს ვუთხრა", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, საჭიროა ევროკავშირთან ერთად ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირის დახმარების მიმღები ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პრევენციას.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, გაგრძელდება მუშაობა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან, საქართველოს რეგიონში გააჩნია სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

„იმის პარალელურად, რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საფინანსო ჰაბის ფუნქციები იზრდება, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ერთი მხრივ, გახდეს მნიშვნელოვანი ფასილიტატორი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი რეგიონის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მეტ რეგიონულ ინტეგრაციას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. ვაგრძელებთ ურთიერთობების გაღრმავებას აზიის ქვეყნებთან, რის ნათელი მაგალითიც არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. ჩვენი ამოცანაა შუა აზიის, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მეგობრული კავშირების განმტკიცება, რომელიც არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გლობალური პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, წლევანდელი და მომავალი წლები ახალი გამოწვევებით და საფრთხეებით აღსავსე იქნება.

„შესაბამისად, საფრთხეები და გამოწვევები გაიზრდება საქართველოს მიმართაც, ამიტომ მთავარი ამოცანაა პრაგმატული, ფრთხილი და მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკით გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მის გუნდს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სამთავრობო პროგრამის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში