ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე - არ გვაინტერესებს სად გაემგზავრება და სად - არა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, მისი აზრით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობისგან საგარეო ვიზიტებზე თანხმობას არ იმსახურებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს ინტერესები არ დააზიანოს.

„ორი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე. ერთი არის ის, რომ მან შეგნებულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, ეს არის პირველი მიზეზი, მეორე მიზეზი არის ის, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ბოლო დღეების ჩათვლით ვერ ვათქმევინეთ მას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვზრუნავთ. არ გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი სად გაემგზავრება და სად არა. ეს არ არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს ინტერესები არ დააზიანოს“,-განაცხადა კობახიძემ.

მან არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე კვლავ გააგრძელოს.

„მან არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია, შეიძლება გააგრძელოს ამ პრაქტიკის მიხედვით მოქმედება. ეს არის მისი საქმე, ამით ის ქვეყანას ვერ დააქცევს. არ იქნება კარგი, ძალიან ცუდი იქნება, თუმცა, ის ამ კუთხით სახელმწიფოს პრობლემებს ვერ შეუქმნის“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2024
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ
Gulf+ ახალი თვითმომსახურების სადგურები „გალფისგან“
კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აგრო მეწარმეების მხარდასაჭერად 65 მილიონი ლარის მოცულობის გარიგებას მოეწერა ხელი