გიორგი ვაშაძე - შალვა პაპუაშვილის  ანგარიში იყო მხოლოდ და მხოლოდ ზიზღი, ზიზღი და ზიზღი - ოპოზიცია ყოფილა ყველაფერში დამნაშავე - ბატონო შალვა, საიდან ამდენი ზიზღი?

მაინტერესებს ბატონო შალვა, საიდან ამდენი ზიზღი? საიდან ამდენი ზიზღის რიტორიკა, რომელიც თქვენს საუბარში იყო? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მისივე განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილი უდრის უმუშევრობას, სიღარიბეს, ემიგრაციას და ქართველებისგან საქართველოს დაცლას“.

„მინდა მივმართო შალვა პაპუაშვილს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ჰქვია. მაინტერესებს ბატონო შალვა, საიდან ამდენი ზიზღი? საიდან ამდენი ზიზღის რიტორიკა, რომელიც თქვენს საუბარში იყო? არანაირი ხალხის თანადგომა, იოტისოდენა გრძნობა, რატომ არის ამდენი უმუშევარი ადამიანი, რატომ მიდის ქვეყნიდან ხალხი, რატომ დაეცა ასე სერიოზულად შობადობა. მხოლოდ და მხოლოდ ზიზღი, ზიზღი და ზიზღი. ოპოზიცია ყოფილა ყველაფერში დამნაშავე. არა ხალხო, სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი ივანიშვილის ბრალია. ივანიშვილი უდრის უმუშევრობას, სიღარიბეს, ემიგრაციას, ივანიშვილი უდრის ქართველებისგან საქართველოს დაცლას. აი, ამ უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ ჩვენ. შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა. დემოგრაფიული კატასტროფა მოაწყო ქვეყანაში.

პირობას გაძლევთ, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში ადამიანი და მისი გაჭირება იქნება მთავარი. დიახ, ჩვენ გვინდა გაერთიანება და არა გაყოფა. ჩვენ არ გვინდა პოლიტპატიმრები, თავისუფალი უნდა იყოს მიშა [სააკაშვილი] და ამით უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშსწორებები ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია