თინა ბოკუჩავა - კანონპროექტი, რომელიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაცვას გულისხმობს“, ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ახალი ინიციატივა, რომელიც „საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაცვას გულისხმობს“, ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

როგორც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას.

„საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას აღელვებს გაზრდილი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა, ის, რომ პრაქტიკულად, ოჯახი არ არის დარჩენილი საქართველოში, საიდანაც ოჯახის წევრი ან წასული არ არის საზღვარგარეთ სამუშაოდ ან არ განიხილავს ამ პერსპექტივას სწორედ იმ უპერსპექტივობის, უმუშევრობისა და სიდუხჭირის გამო, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ის რეალური პრობლემები, რაზეც უნდა საუბრობდეს, ზრუნავდეს და რის გადაჭრასაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პარტია, მაგრამ ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ ამ უმნიშვნელოვანესი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას. გამარჯვების კოალიციისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარია ამ პრობლემების მოგვარება, საუბარი და ერთობლივად გზების მოძებნა იმისთვის, რომ ეს პრობლემები, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა დგას, გადაიჭრას.

პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას. ეკონომიკური რეფორმები, რომელიც გაწმენდს სისტემას კორუფციისგან და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მხოლოდ ივანიშვილის პარტიის ინტერესში კი არ მუშაობდეს ეკონომიკა, არამედ საქართველოს მოქალაქის ინტერესში. იზრუნონ პენსიების ზრდაზე, ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების პერსპექტივის გაჩენაზე. ნაცვლად ამისა, ისინი საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე