გიგი წერეთელი - ზურაბ აზარაშვილის განცხადებას მეტი მკაფიოობა სჭირდება - მის მემუარებს ხომ ვერ დაველოდებით?

უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოგვესმინა, ვიდრე გამოსამშვიდობებელ წერილში. ის ადამიანები, ვინც მაშინ ჩუმად იყვნენ, დაიწყებენ ცუდის ლაპარაკს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, კარგი იქნება თუ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი უფრო მეტ განმარტებას გააკეთებს.

„განცხადებას უფრო მეტი მკაფიოობა სჭირდება, ვინ არიან ეს კომპანიები, ვინ ებრძოდა მინისტრს, მის მემუარებს ხომ ვერ დაველოდებით? უნდა ვიცოდეთ, რა ხდებოდა და როგორ მოხდეს ამის პრევენცია მომავალში. კარგი იქნება თუ უფრო მეტ განმარტებას გააკეთებს. მესმის, რომ ამით დაემშვიდობა ხალხს და თავის დამსახურებებზე ისაუბრა, მაგრამ საჭიროა, უფრო მეტი სიმართლე ითქვას.

რაც შეეხება ხელისუფლებას. სანამ იქნება მართვის ეს მოდელი, ასეთი ტიპის გადანაწილება ხელისუფლების - ყველაფერი ერთ ხელში, ნამდვილად არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი. ჩემი ვარაუდია, რომ ვინც მინისტრად დაინიშნება შეეცდებიან, რომ ისეთი ადამიანი იყოს, ვინც სამედიცინო საზოგადოებასთან დიალოგი ჰქონდეს, მეტი ნდობა ჰქონდეს ამ საზოგადოების, მით უმეტეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე.

თუმცა ასეთ ადამიანებს ექნებათ თუ არა სურვილი, რომ მინისტრებად წავიდნენ არჩევნებამდე? ახლა მინისტრი ვინც იქნება, არჩევნები უნდა ჩაატაროს. მას უფრო პოლიტიკური ამოცანა ექნება, ვიდრე დარგისთვის რაიმე გარდამტეხის გაკეთება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი საქმიანობა შეაჯამა. მან სტატუსში მათ შორის, ქვეყანაში დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმოშობის ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანაზეც ისაუბრა.

„გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მინიმუმ, 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში