მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს - თქვენ წარმოადგენთ გუნდს, რომელმაც შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა, გორიდან ჩამოიტანა აპარატურა რომ გაეხსნა - რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ

თქვენ დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც, შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა რომ გაეხსნა, რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ ლიდერს რომან გოცირიძეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხი სახელმწიფოს, ექიმების და რაც მთავარია, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით გვარდება.

„თქვენ წარმოადგენდით და დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც, შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა, თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა რომ გაეხსნა. რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ, საერთოდ რაზე ლაპარაკობთ, მშვენივრად ლაგდება იქ ყველაფერი, სახელმწიფოებრივად, სწორად, ექიმების ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების და რაც მთავარია პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით და მაგით ნუ ისპეკულირებთ, გირჩევთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება