ვაკეში „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

11 მარტს ვაკეში, „აქსის თაუერსში“, „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალი 500 კვადრატულ მეტრზე არის განთავსებული და წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქცია.

გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ „გორგიას“ პარტნიორები და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ფილიალების გახსნასა და ინვესტირებას. ეს ჩვენთვის რიგით მე-12 ფილიალია. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე „გორგიას“ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ფილიალი ვაკეშიც გახსნილიყო. ჩვენს ერთგულ მომხმარებელებს ახლა უკვე ვაკეშიც შეუძლიათ შეიძინონ სასურველი პროდუქცია და ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებით,“- განაცხადა „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინა ოქროპირიძემ.

კომპანიის გაფართოება და ახალი ფილიალის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ეტაპზე ფილიალში 50-მდე ადამიანი არის დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით. კომპანიის ოფისები მდებარეობს, თბილისში, სტამბოლსა და სოფიაში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია