№1, მარტი, 2024
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 29.09.2020 წლის N 7177 ცვლილებებამდე არსებული რედაქციით, იძულებითი განაცდურის შესახებ დასაქმებულის მოთხოვნა კმაყოფილდებოდა მხოლოდ პირის პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში, ხოლო, თუ წარუმატებელი იყო სასარჩელო მოთხოვნა აღდგენასთან მიმართებით, აღნიშნული გამორიცხავდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობასაც. 29.09.2020 წელს კი ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობა უკანონოდ გათავისუფლებულ დასაქმებულს მიენიჭა არა მხოლოდ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, არამედ - კომპენსაციის მიკუთვნების პირობებშიც (სუსგ-ები: №ას-888-2022, 16.11.2022წ; N ას-772-2023, 10.10.2023წ; N ას-1651-2023, 31.01.2024წ.).
სშკ-ის 2020 წლის ცვლილების შემდეგ საქართველოს საერთო სასამართლოები დავის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობენ 48.9-ე მუხლით და კომპენსაციასთან ერთად მოსარჩელის (დასაქმებულის) სასარგებლოდ, დამსაქმებელს ეკისრება იძულებითი განაცდურის (ყოველთვიური ხელფასის ოდენობით) ანაზღაურება, სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე (იხ. სუსგ-ები: N ას-888-2022, 16.11.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1610-2022, 21.03.2023წ; N ას-772-2023, 10.10.2023წ; N ას-1651-2023, 31.01.2024წ.).
კომპენსაციის განსაზღვრის დროს სასამართლოს მხედველობაში მიიღებს უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის ასაკს, კომპეტენციას, სამსახურის შოვნის პერსპექტივას, ოჯახურ მდგომარეობას, სოციალურ მდგომარეობას, ასევე, დამსაქმებლის ფინანსურ მდგომარეობას, თუ დამსაქმებელი იურიდიული პირია - მის ლიკვიდურობას და ა. შ. სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას (იხ. სუსგ-ები: N ას-1339-1259-2017, 30.07.2018 წ; N ას-360-2023, 11.05.2023წ.).
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული აღდგენილი იქნებოდა პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე, მას ასევე მიეკუთვნებოდა იძულებითი განაცდური, თუმცა, იმ სახელმწიფო გადასახადის გამოკლებით, რაც კანონით დადგენილი წესით დაექვითებოდა დამსაქმებელთან, როგორც გადახდის წყაროსთან. დასაქმებულის სასარგებლოდ, მისი უკანონო გათავისუფლების საკომპენსაციოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა, გაანგარიშებულია ხელფასის ოდენობით და დასაბეგრი შემოსავლის ჩათვლით, რაც თავის თავში მოიცავს, როგორც წმინდა მატერიალურ დანაკარგს, ისე - უკანონო გათავისუფლების გამო მორალურ კომპენსაციასაც (იხ. სუსგ-ები: N ას1339-1259-2017, 30.07.2018წ; N ას-1540-2019, 20.09.2019წ; N ას-901-2022, 31.10.2022წ; N ას-980-2022, 28.02.2023წ; N ას-360-2023, 11.05.2023წ.).
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 2011 წლის 189-ე კონვენცია - სახლში დასაქმებულთა შესახებ (Domestic Workers Convention) ძალაში შევიდა 2013 წელს. ის რატიფიცირებულია/სავალდებულოდ აღიარებულია 36 სახელმწიფოს მიერ (მათ შორის ევროკავშირის 8 სახელმწიფოს მიერ). არ არის რატიფიცირებული საქართველოს მიერ. კონვენციის თანახმად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოფს:
ევროკავშირში სახლში დასაქმებულთა რაოდენობა აღწევს 9.5 მილიონს. ევროკავშირის 27 სახელმწიფოში, სახლში დასაქმებულთა 90% ქალია. მათ შორის, 6.3. მილიონი რეგისტრირებულია, ხოლო 3.1. მილიონამდე სახლში დასაქმებული არ არის დეკლარირებული. მიგრანტების წილი დიდია სახლში დასაქმებულთა შორის.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამსახურში დამკვიდრდა ანაზღაურებადი სტაჟირების ინსტიტუტი. სტაჟირება არის საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
კანონით დადგენილია შემდეგი: „პირის მიერ ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა, რაც მას ხელს არ უშლის, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სხვა საჯარო დაწესებულების სტაჟიორი. სტაჟიორს უფლება აქვს, ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.“
სტაჟიორად, საჯარო სამსახურში, შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების საბაკალავრო საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური.
პირი საჯარო სამსახურში სტაჟიორად არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა; გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
შრომის ინსპექციის 2022 წლის ანგარიშის თანახმად:
მოგვწერეთ, გვკითხეთ
european.time.geo@gmail.com
ekakardava2014@gmail.com