შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს - ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს

„ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირ ამბობს და სხვები ფარულად, რომ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას ინარჩუნებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით.

„სინამდვილეში, ეს ზეწოლა არ არის, ეს არის ერთიანი თამაში. სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას ინარჩუნებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" წყალობით. ვფიქრობ, რომ ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს. ამაზე მიგვანიშნებს, როგორც "ნაცმოძრაობის" განცხადებები, ასევე ზოგიერთი უცხოელი აქტორის განცხადება. მათ შორის, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომ მზადდება ნიადაგი - ქართველ ხალხს ამ შეწყალების სახით კიდევ ერთი ფარსი დაუდგან და საერთო ჯამში კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი შემოიტანონ პოლიტიკის რადიკალიზაციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ