იენს სტოლტენბერგი - უახლოეს მომავალში საქართველოს ვეწვევი

საქართველოს უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას და ზოგადად, ყველა ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის, რა თქმა უნდა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და რომ ნატო ეფუძნება ისეთ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა