ლატვიამ, შესაძლოა, რუსეთის ასობით მოქალაქის დეპორტაცია მოახდინოს

ლატვიის ხელისუფლებამ, შესაძლოა, რუსეთის 800 მოქალაქის დეპორტაცია მოახდინოს, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ აქვთ.

„ამ დროისთვის ლატვიაში ყოფნის უფლება 800 ადამიანს არ მიუღია, მათ არც მუდმივი და არც დროებითი ბინადრობის თხოვნით არ მოუმართავთ.

აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს შემდგომი გადამოწმებისთვის გადავეცით. უახლოეს კვირებში გაირკვევა, არიან თუ არა ეს ადამიანები ლატვიაში. თუ არიან, გასვლის ბრძანება გამოიცემა“, - განაცხადა ლატვიის მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი მადარა პუკემ.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ლატვიური ენის გამოცდა ვერ ჩააბარეს, შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში დროებითი ნებართვისთვის მიემართათ, რის შემდეგაც მათი ლატვიური ენის ცოდნა კვლავ შემოწმდება დეპორტაციის საფრთხის გამო.

ცნობისთვის, მანამდე, ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსებისთვის ლატვიურ ენაში გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა კანონიერად ცნო.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს