Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა

Webster University Georgia-მ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულება, კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაამატა. კურსი პირველ სტუდენტებს 2024-2025 სასწავლო წელს მიიღებს. მასზე რეგისტრაცია კი უკვე შესაძლებელია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პროგრამის კოდია 202 01 03.

Webster University Georgia-ს მიერ შეთავაზებული კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა შექმნილია კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის ძირითადი სფეროების გარშემო. პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს სტუდენტთა მოსამზადებლად IT სფეროში შესასვლელად, რათა სტუდენტებმა შემდგომ სწავლა გააგრძელონ იმავე მიმართულების სამაგისტრო საფეხურზე.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:

  • კომპიუტერული მეცნიერების სფეროში ცოდნის დემონსტრირებას შემდეგ ძირითად მიმართულებებში: პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები, კომპიუტერული ორგანიზაცია, hardware დაარქიტექტურა, მონაცემთა და ინფორმაციის მართვა.
  • აღწერონ, როგორ მოქმედებს ტექნოლოგიური მიღწევების ოციალურ საკითხებსა და პროფესიულ პრაქტიკაზე;
  • პრობლემის გადაჭრის უნარებისა და კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის გამოყენებას პრობლემების გადასაჭრელად.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად ვებსტერის ფილიალი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 22 000 ლარია.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის 80%-ზე მეტი უცხოელები არიან. ქართულ ფილიალში ასწავლიან ისინი, ვინც ვებსტერის ამერიკულ და ევროპულ კამპუსებში არიან დასაქმებული. პროგრამა სრულად ამერიკული მხარის მიერაა შედგენილი და პროგრამის უდიდესი ნაწილიც მათ მიერ ხორციელდება.

Webster University Georgia ორმაგი აკრედიტაციის მფლობელია. ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია The Higher Learning Commission-ის (HLC) მიერ. აკრედიტაცია მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, მსოფლიოს მასშტაბით ყველა კამპუსში, მათ შორის, საქართველოშიც. მეორე მხრივ კი, ვებსტერ საქართველოს საბაკალავრო პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს