საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფი, AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology, კრაკოვი, პოლონეთი), პროფესორი იოლანტა ბიეგანსკა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მეცნიერებსა და სტუდენტებს ქიმიური პესტიციდების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესახებ კვლევების შედეგები გააცნო. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, იოლანტა ბიეგანსკა სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო-ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორს, ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრს, გელა მაჩაიძეს შეხვდა.

როგორც პროფესორი გელა მაჩაიძე აცხადებს, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის მიზანი საქართველოში ქიმიური პესტიციდების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდის აპრობაცია-დანერგვის შესაძლებლობების განხილვა და ამ მიმართულებით, კვლევებში უნივერსიტეტის მეცნიერთა და სტუდენტთა ჩართვა იყო.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ქალბატონი იოლანტა პირველად რამდენიმე თვის წინ ესტუმრა, რა დროსაც მან გამოთქვა სურვილი მომავალი ვიზიტის ფარგლებში შეხვედროდა ბურღვა-აფეთქებითი მიმართულების სპეციალისტებს. ჩვენი შეხვედრა შედგა. პროფესორი იოლანტა ბიეგანსკა მუშაობს ქიმიური პესტიციდების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ისინი ნიადაგში დიდხანს რჩებიან და მათი სრული დეკომპოზიცია არ ხდება, რაც იწვევს მიწის, წყლის, მცენარეების მოწამვლას და ეკოსისტემის დაზიანებას. ეს არის მსოფლიოს პრობლემა, რომელიც მთელი სიმწვავით 1984 წელს ინდოეთში, ბჰოპაში პესტიციდების ქარხანაში მომხდარი ავარიის შემდეგ, რა დროსაც მომწამლავი გაზის ემისიამ 20 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 500 000 ადამიანი დაშავდა, დადგა დღის წესრიგში. როგორც ქალბატონმა იოლანტამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შემუშავებულია ქიმიური პესტიციდების წინააღმდეგ ტექნოლოგიები, რომელთაგან ერთ-ერთია აფეთქების შედეგად მისი განადგურება. აფეთქების შედეგად დიდი ტემპერატურა გამოიყოფა, რაც პესტიციდებს კლავს. იოლანტა ბიეგანსკას აქვს ჩატარებული კვლევები, რომელსაც პრაქტიკაში რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში იყენებს და მას აქვს სურვილი, დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაშიც დანერგოს პესტიციდების წინააღმდეგ ბრძოლის ეს მეთოდი. ამ საკითხების ირგვლივ, ქალბატონმა იოლანტა ბიეგანსკამ, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე მოხსენების ფარგლებში ისაუბრა. მისი სურვილია სტუ-ის მეცნიერებთან, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტს შესაბამისი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად ჩაატაროს კვლევა”, - აცხადებს გელა მაჩაიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, პროფესორ იოლანტა ბიეგანსკას ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ