რომან გოცირიძე - ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე და რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ნომერია ხუთი, ზურაბიშვილი არის „ნაცი“ - გამოდის თუ არა ბატონი ოხანაშვილი „ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს?

გამოდის თუ არა ბატონი ანრი ოხანაშვილი „ნაცი“, ვინაიდან როგორც აღმოჩნდა, ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს? - აღნიშნული კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

“როგორც ბატონმა ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე ვეტო. მან ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან ეს მეხუთე ვეტოა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ ნომერია ხუთი, სალომე ზურაბიშვილი არის “ნაცი“.

გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს“, - განაცხადა გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საკომიტეტო სხდომაზე ხაზი გაუსვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს ვეტო რიგით მეხუთეა.

“დღეს არის მეხუთე ვეტო, რაც პრეზიდენტმა გამოიყენა. სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე. ეს მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია