კორნელი კაკაჩია - თუ საქართველოს არ ექნება მკაფიო ხედვა, როგორ ხედავს ნატო-სთან გრძელვადიან ურთიერთობას, რუსულ საფრთხეებთან გამკლავება გაუჭირდება

სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის შედეგებსა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორს, პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩია ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, მიმდინარე კვირა საინტერესო იყო იმით, რომ თანამდებობიდან წასვლის წინ ნატოს გენმდივანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იმყოფებოდა.

რადგან მისი ვიზიტი ბაქოში, თბილისსა და ერევანში დასრულდა, მის შედეგებზე შეიძლება საუბარი. სტოლტენბერგის თბილისში ვიზიტის შეფასებისას ოპოზიცია საკმაოდ მკაცრი იყო. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ სტუმარმა საქართველოს უსაფრთხოებასა და ატლანტიკურ პერსპექტივაზე მასპინძლებზე მეტი ისაუბრაო.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთთან ევროპა-უკრაინის ღია დაპირისპირების ფონზე რომ ნატოს გენმდივნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში შემთხვევითი არ ყოფილა, ცხადია.

თქვენ როგორ შეაფასებდით ნატოს გენმდივნის ვიზიტს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში?

- ძალიან კარგი იყო ის, რომ ნატოს გენმდივნის ვიზიტი საქართველოში შედგა, რადგან ბოლო რამოდენიმე წელია ნატოს პირველი პირის ვიზიტი საქართველოში არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო მისი რეგიონალური ვიზიტი და არა მარტო საქართველოზე აქცენტირებული ვიზიტი.

წინა წლებში საქართველო უკრაინასთან ერთად იყო ნატოს არა მხოლოდ თანამშრომლობით, არამედ სამოკავშირეო ურთიერთობით გამორჩეული ქვეყანა. დასამალი არ არის, რომ ბოლო წლებში ნატო-საქართველოს ურთიერთობებში გარკვეული გაურკვევლობაა. ეს ნაწილობრივ განპირობებულია უკრაინაში არსებული ვითარებით, მაგრამ, მეორე მხრივ ასევე განპირობებულია ნატოსთან მიმართებაში თავად საქართველოს ხელისუფლების გაურკვეველი პოლიტიკით.

საქართველო ერთი მხრივ ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და აგრესორის დაშოშმინებას, ხოლო მეორე მხრივ, არ ვიცი საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით თუ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ნატოსთან ურთიერთობების გამოცოცხლებას და გააქტიურებს. ამის ბოლო მაგალითი იყო პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბრიუსელში.

შეიძლება ითქვას, რომ ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ინერციით მიდის რადგან, ქართულ მხარეს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული პოზიცია თუ როგორ წარმოუდგენია მას ნატოსთან ურთიერთობა გაძლიერებული ტურბულენციის პირობებში.

შეიძლება ითქვას, რომ ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ინერციით მიდის რადგან, ქართულ მხარეს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული პოზიცია თუ როგორ წარმოუდგენია მას ნატოსთან ურთიერთობა გაძლიერებული ტურბულენციის პირობებში

მიუხედავად უნდა ითქვას, რომ ნატო საქართველოს ეხმარება თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ეხმარება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ, ფაქტია, რომ ვილნიუსის ნატოს სამიტის შემდეგ საქართველო უკრაინას, ცნობილი მიზეზების გამო, ერთი ნაბიჯით ჩამორჩება.

შესაძლოა, ამ ეტაპზე ახალ ცოტა უცნაურიც ჩანდეს, მაგრამ, ჩვენ არ ვიცით როდის დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი, მაგრამ, ამ ომის შედეგები, როგორც არ უნდა დასრულდეს ის, სრულიად შესაძლებელია გააჩინოს შესაძლებლობების ფანჯარა ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც არის უკრაინა, მოლდოვა, რომელიც ფორმალურად ნეიტრალურია და საქართველო. ასეთივე შესაძლებლობა გაჩნდა ევროკავშირთან მიმართებაში.

მთავარი შეკითხვა ასეთია - რომ გამოჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ამ ეტაპზე არ ჩანს, ვართ თუ არა ჩვენ მზად დავაკმაყოფილოთ ყველა ის მოთხოვნები, რომელსაც ჩვენ ნატოს წევრი ქვეყნები გვიყენებენ.

მნიშვნელოვანია დეტალია ის, რაც ნატოს გენმდივანმა თბილისში თქვა, და რასაც ჩვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხშირად გვეუბნებიან ითხოვენ. ეს გახლავთ ქვეყანაში დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრა. სტოლტენბერგის მთავარი გზავნილი ასეთი იყო - რაც უფრო მეტად დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, მით მეტი ექნება შანსი დაუახლოვდეს ნატოს. ეს შემთხვევით ნათქვამი არ არის, რადგან, ორივე ორგანიზაცია იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ამ კუთხით ქვეყნის წინსვლას.

სტოლტენბერგის მთავარი გზავნილი ასეთი იყო - რაც უფრო მეტად დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, მით მეტი ექნება შანსი დაუახლოვდეს ნატოს. ეს შემთხვევით ნათქვამი არ არის, რადგან, ორივე ორგანიზაცია იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ამ კუთხით ქვეყნის წინსვლას

- ბევრი თვლის, რომ სტოლტენბერგის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში გახლდათ იმის დადასტურება, რომ ნატო პერსპექტივაში საქართველოსა და სამხრეთ კავკასია თავის ქოლგის ქვეშ მოიაზრებს.

თუ ისევ სტოლტენბერგის თბილისში ვიზიტს დაუბრუნდებით, საქართველოს ხელისუფლებამ მას ქვეყნის ატლანტიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებით ბევრი ვერც არაფერი უთხრა.

სტოლტენბერგის ვიზიტზე კავკასიაში პუტინის პრესმდივანმა განაცხადა, რომ „რუსეთი თვალს ადევნებს სტოლტენბერგის კონტაქტებს აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში“ და მათ განიხილავს „ნატოს მცდელობად ფეხი მოიკიდოს სამხრეთ კავკასიაშია, მაგრამ, ნატოს ეს მცდელობები რეგიონს სტაბილურობას არ მოუტანს.“

თუ პესკოვის ნათქვამს დავუმატებთ პუტინის განცხადებას, - „რუსეთმა უნდა გაზარდოს სასაზღვრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა, პირველ რიგში შავ ზღვაში“, რჩება შთაბეჭდილება რომ რუსეთი თავად ემზადება გარკვეული პროვოკაციებისთვის შავ ზღვაში დასავლეთის წინააღმდეგ, რომლის პარტნიორადაც საქართველო ითვლება. ფაქტია, რომ შავ ზღვაზე რუსულ სავარაუდო პროვოკაციებზე პასუხი საქართველოს არ აქვს...

- არსებულ ვითარებაში შავ ზღვაზე რუსეთის სავარაუდო გააქტიურებაზე საქართველოს არა მხოლოდ პასუხი არ აქვს, არამედ არ აქვს ნატოს მიმართ სტრატეგია. ნატოს ქვეყნების ლიდერები ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ 2026-2027 წლისთვის რუსეთს უკვე ექნება იმდენი ძალა, რომ არაა გამორიცხული რუსეთმა ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას შეუტიოს.

ამ თვალსაზრისით პუტინის განცხადება, რომ რუსეთმა უნდა გაძლიეროს შავ ზღვის პარამეტრზე თავისი სასაზღვრო ძალები, რა თქმა უნდა საქართველოსაც ეხება. ჩვენ კი ისე ვიქცევით, თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი თავის ყოფნას ოჩამჩირის საზღვაო ბაზაზე, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს და ეჭვის ქვეშ დააყენებს ანაკლიის პორტის მომავალსაც. ეს კი თავის მხრივ საფრთხის შემცველია საქართველოს „შუა კორიდორისთვის“, რაზეც ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდ გეგმებს აგებს.

ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ანაკლიის პორტი ჩინური ინვესტიციებით აშენდება და რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობიდან გამომდინარე ჩინეთი რუსულ რისკებს გადააზღვევს. შესაძლოა ახლა ბევრი ასე ფიქრობდეს, მაგრამ, ეს ვერ იქნება საქართველოსთვის ინდულგენცია, რადგან ამან შესაძლოა საქართველოს რეალური საფრთხე შეუქმნას.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ანაკლიის პორტი ჩინური ინვესტიციებით აშენდება და რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობიდან გამომდინარე ჩინეთი რუსულ რისკებს გადააზღვევს. შესაძლოა ახლა ბევრი ასე ფიქრობდეს, მაგრამ, ეს ვერ იქნება საქართველოსთვის ინდულგენცია, რადგან ამან შესაძლოა საქართველოს რეალური საფრთხე შეუქმნას

ჩვენი საფრთხეებიდან და საგარეო პოლიტიკის თავისებურებიდან გამომდინარე დიდი რისკია იმისა, რომ თუ საქართველოს არ ექნება მკაფიო ხედვა, როგორ ხედავს ნატოსთან გრძელვადიან ურთიერთობას, საქართველოს რუსულ საფრთხეებთან გამკლავება გაუჭირდება.

- მოლდოვამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნაში დადანაშაულებული რუსი დიპლომატები მოლდოვიდან გააძევა.

იმის გამო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც იყო გახსნილი საარჩევნო უბნები.

ამ თემაზე ჩვენმა საგარეო უწყებამ განცხადება კი გაავრცელა, მაგრამ, ამ განცხადებამ გარკვეული უკმარისობის განცდა დატოვა. არ ვიცი ამ თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უფრო მოსაწონი როგორი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ, იგი რომ რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ რბილი რომ იყო, ცხადია...

- თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს, ეს გასაკვირიც არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან დალაგებას. უნდა ითქვას ისიც, რომ რუსული მხარეც თავის მხრივ ცდილობს კოჭი გაუგოროს ჩვენს ხელისუფლებას.

ამის ნათელი მაგალითია ის, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ცხინვალში იყვნენ ჩასული რუსეთის მაღალჩინოსნები და ადგილობრივ ხელისუფლებას დაუტოვეს ინსტრუქცია, რომ საქართველოსთან მიმართებაში ზომიერი განცხადებები გააკეთონ. რუსეთი პირდაპირ თუ ირიბად დაინტერესებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დარჩეს და ცდილობს მას მის მიერვე ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გარკვეული დისკომფორტი არ შეუქმნას.

რუსეთი პირდაპირ თუ ირიბად დაინტერესებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დარჩეს და ცდილობს მას მის მიერვე ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გარკვეული დისკომფორტი არ შეუქმნას

თუ გადავხედავთ რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში, დავინახავთ, რომ ისინი ცდილობენ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით საქართველოში გაჩნდეს გარკვეული ილუზიები.

არაა გამორიცხული წინასაარჩევნოდ გაჩნდეს განცდა, რომ თითქოს რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურთიერთობების ახალი ვარიანტი შესთავაზოს. ჯერჯერობით არაოფიციალურად საუბარია სოხუმთან და ცხინვალთან თბილისის კონფედერაციულ ურთიერთობებზე.

- საუბრებმა კონფედერაციაზე კი გაიჟღერა, მაგრამ, ჯერ ამაზე ხმამაღლა საუბარს ბევრი ერიდება.

დიახ, მახსოვს რუსი მაღალჩინოსნების ცხინვალში ვიზიტი, მაგრამ, პუტინის განცხადება, რომ „რუსეთმა უნდა გაზარდოს სასაზღვრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა, პირველ რიგში შავ ზღვაზე“, უპირველესად საქართველოს ეხება.

როგორც ჩანს, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ქცევის რამდენიმე ვარიანტი აქვს და მასში ახლა ცვლილებებია შეტანილი. მხედველობაში მაქვს ის, რომ ცხინვალის ლიდერებმა ახლა აქტიურად დაიწყეს საუბარი რომ სურთ რუსეთთან მიერთება.

თუ ისევ კონფედერაციის თემას დავუბრუნდებით. შვეიცარიას კონფედერაციული სახელმწიფო კი ჰქვია, მაგრამ, რეალურად ეს ქვეყანა ფედერალური მოწყობის ქვეყანაა. შვეიცარიულ კანტონებს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი კი აქვთ, მაგრამ, ისეთი საკითხები, როგორცაა თავდაცვა, სპეცსამსახურები და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ეს ფედერალური ხელისუფლების პრეროგატივაა.

იმის გათვალისწინებით რეალურად თუ რა ვითარებაა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, ამაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია...

- ამიტომაცაა, რომ რუსეთის მოძრაობები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მხოლოდ ილუზიების შექმნას ემსახურება და ასევე იმას, რომ საქართველომ საბოლოოდ თქვას უარი ევროატლანტიკური მისწრაფებებზე. სწორედ ესაა დღეს რუსეთის მიზანი.

რუსეთის მოძრაობები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მხოლოდ ილუზიების შექმნას ემსახურება და ასევე იმას, რომ საქართველომ საბოლოოდ თქვას უარი ევროატლანტიკური მისწრაფებებზე. სწორედ ესაა დღეს რუსეთის მიზანი

ვხედავთ, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილია საქართველოს ეკონომიკის რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულება. თუ ამას დაემატა ის, რომ რაც უფრო არადემოკრატიული იქნა საქართველო, მით უფრო მისაღები იქნება ის რუსეთისთვის.

- არჩევნებამდე 8 თვეა დარჩენილი, მაგრამ, საშინაო პოლიტიკაზე საუბარს გვერდს ვერ აუვლით.

თვალს ვადევნებთ წინასაარჩევნო პროცესებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის. ამ ეტაპზე ნათლა ჩანს არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების წინასაარჩევნო სტრატეგიაც და ტაქტიკას, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 8 თვით ადრე რა ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში?

- ჯერჯერობით, რთულია იმაზე საუბარი თუ რა იქნება 2024 წლის არჩევნებზე, მაგრამ, უკვე კარგად ჩანს, რომ პარტიები ცდილობენ მოემზადონ არჩევნებისთვის.

რაც შეეხება ხელისუფლებას, გამოიკვეთა ის, რომ ის ცდილობს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა პროცესის მონიპოლიზირება მოახდინოს. ეს ჩანს ხელისუფლების ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ განცხადებებზე მათივე პროპაგანდისტული საშუალებებით. ვგულისხმობ არასამთავრობოების დასავლელ დონორებზე და ოპოზიციაზე განცხადებები.

ახლა ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლება ცდილობს გარკვეული ზეწოლა მოახდინოს აშშ-ზე, ევროკავშირის ქვეყნებზე. რეალურად, ხელისუფლება ცდილობს ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. თუ დასავლეთი არ აღიარებს 2024 წლის არჩევნების შედეგებს, და ისინი მხარს დაუჭერენ ოპოზიციას, ან სტატუს-კვოს შეცვლას, მაშინ, ხელისუფლება მზად იქნება გააგრძელოს ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებები.

ხელისუფლება ცდილობს ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. თუ დასავლეთი არ აღიარებს 2024 წლის არჩევნების შედეგებს, და ისინი მხარს დაუჭერენ ოპოზიციას, ან სტატუს-კვოს შეცვლას, მაშინ, ხელისუფლება მზად იქნება გააგრძელოს ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებები

- სწორად გავიგე - ხელისუფლება ცდილობს დასავლელი პარტნიორებისგან მიიღოს გარანტიები იმისა, რომ ისინი 2024 წლის არჩევნების შედეგებს აღიარებენ?

- დიახ, სწორედ ამის თქმა მინდოდა. ხელისუფლებას უნდა არჩევნებამდე მიიღოს დასავლეთიდან იმის გარანტიები, რომ არჩევნების შემდეგ მას არ შეექმნება არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ხელისუფლებას უნდა არჩევნებამდე მიიღოს დასავლეთიდან იმის გარანტიები, რომ არჩევნების შემდეგ მას არ შეექმნება არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ

ამის პარალელურად, ხელისუფლება ზეწოლას ახდენს პოლიტიკურ ოპოზიციაზე, მედიაზე და ცდილობს შეაგუოს საზოგადოება რომ „ქართული ოცნება“ მართლა მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. არც ერთი სოციოლოგიური კვლევით ამგვარი რამ ჯერჯერობით არ დასტურდება.

- ხელისუფლების მტკიცებამ, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს გამახსენა.

ბოლო დღეებში ხელისუფლებამ ცხადად თქვა, რომ მხარს არ დაუჭერს მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე ტესტირებას, უარს იტყვის ამგვარ ევროპულ მოდელებზე. საპარლამენტო უმრავლესობამ მეხუთედ დაძლია პრეზიდენტის ვეტო ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. დაახლოებით იგივე მოხდა ანტიკორუფციული ბიუროსთან დაკავშირებითაც.

ვენეციის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად ყველა თავისი ქმედება ხელისუფლებამ ახსნა იმით, რომ ისინი ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას.

არ ვიცი რატომ ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერებაზე მოსამართლეების ტესტირება ქვეყნის კონსტიტუციას, მაგრამ, როდესაც 2016 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ საქართველოს მიზანია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, წარმოუდგენელია მათ მაშინაც არ სცოდნოდათ, რომ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება იმავდროულად გახლავთ ამ ორგანიზაციებისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება...

- სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ ასცდა იმ პრობლემას, რომელიც საქართველოს ყველა ხელისუფლებას ამ 30 წლის მანძილზე ჰქონდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ ახერხებს თავი დააღწიოს იმ დილემას, რასაც ჰქვია როგორ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად რეფორმების გატარება ევროკავშირთან დასაახლოებლად და ამავე დროს შეინარჩუნოს ხელისუფლება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ ახერხებს თავი დააღწიოს იმ დილემას, რასაც ჰქვია როგორ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად რეფორმების გატარება ევროკავშირთან დასაახლოებლად და ამავე დროს შეინარჩუნოს ხელისუფლება

ეს ის დილემაა, რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა. ფაქტია, რომ მათ ხელისუფლება არ ეთმობათ, რადგან ძალაუფლების დაკარგვა ბევრ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ეს კი, ფაქტია, აბრკოლებს ქვეყნის წინსვლას, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოებას.

როგორც ჩანს, ესაა მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ბოლო წლებში მეტი კრიტიკა ისმის. ცხადია ისიც, თუ რატომ ცდილობს ხელისუფლება გაამკაცროს ქვეყნის ყოველდღიური მართვა, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ გაცხადებულ კურსთან, რომელიც ქვეყანას აქვს დეკლარირებული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო