ინფრასტრუქტურის მინისტრი - ჩვენი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება

ჩვენი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება, 2030 წლის ბოლომდე მთელ ქვეყანაში გვქონდეს სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

როგორც ქარსელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ წყალმომარაგებაზე საუბრისას აღნიშნა, სამინისტრო ამჟამად 100-ზე მეტ პროექტზე მუშაობს, რისთვისაც 3 მილიარდი ლარი არის გამოყოფილი.

„2012 წლის შემდეგ წყალმომარაგებაში 2 მილიარდი ლარის პროექტები უკვე განხორციელებული გვაქვს. 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობს პროექტები, 3 მილიარდი ლარის ღირებულების არის პროექტები, რასაც ვახორციელებთ. წყალმომარაგება ჩვენი პრიორიტეტია. სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს ამ პრიორიტეტის განხორციელება.

არის საკითხები, რომლებსაც სჭირდება შესაბამისი დრო და რესურსი, აქედან გამომდინარე ჩვენი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება, პარალელურად 2030 წლის ბოლომდე მთელ ქვეყანაში გვქონდეს სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება“,- განაცხადა ქარსელაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს გარდა ქალაქებისა, სოფელებში იქნება წყალმომარაგება უზრუნველყოფილი.

„ნებისმიერი პროექტის განხორციელებისთვის შესაბამისი ეტაპებია გასავლელი, მათ შორის არის პროექტის წინამოსამზადებელი, შემდეგ უკვე საპროექტო სამუშაოები, შემდგომ უშუალოდ სამუშაოები. შეუძლებელია გადაახტე ამ ეტაპებს, ამას ობიექტურად გარკვეული დრო სჭირდება.

ძალიან ამბიციურია ის, რასაც ვამბობ, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მდებარეობაში უკვე შესაბამისი სამუშაოები ან პროცედურები მიმდინარეობს ისე, რომ 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქში გვექნება 24 - საათიანი წყალმომარაგება. ასევე სოფლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან წყალმომარაგებით“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია