სოსო არჩვაძე - არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური გეგმები რეალისტური უნდა იყოს, მათში უნდა ჩანდეს არა მარტო მიზნები, არამედ მათი განხორციელების გზები, საჭირო რესურსები და ვადები

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკურ საკითხებზე „საქსტატის“ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, წლის დასაწყისში საგარეო ვაჭრობის შემცირების მიზეზებზე, სავარაუდოდ, რას ნიშნავს მიმდინარე ფასებში მშპ-ს ზრდა 10,1%-ით, რას ნიშნავს „სავალო ვალდებულებების შემცირება“ და რა კავშირშია იგი ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებასთან, ასევე იმაზე, რამდენად უკავშირდება უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, „ინტერპრესნიუსი“ ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, რამდენიმე დღის წინ „საქსტატმა“ საკმაოდ საინტერესო სტატმონაცემები გამოაქვეყნა. წარმოდგენილი მონაცემები საკმაოდ ინფორმაციულია და პრაქტიკულად ჩვენი ცხოვრების თუ ყველას არა, ბევრ სფეროს ეხება.

გასაგებია, რომ ჩვენ ყველა სფეროში არსებულ ვითარებასა და დინამიკას ვერ შევეხებით, მაგრამ, „საქსტატის“ მონაცემების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის სურათი იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ჩვენი საუბარი მაინც იმ უარყოფითი ტენდენციებით გვინდა დავიწყოთ, რაზეც „საქსტატის“ მონაცემები“ გვეუბნება.

საქსტატიინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 803.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 12.2%-ით ნაკლებია»

ასევე - 2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 950.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით ნაკლებია“.

კარგია, რომ საქართველოდან ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობაც იზრდება. წლის დასაწყისში ამ მიმართულებით გარკვეულ კლებაზე კი მიგვითითებს სტატისტიკა, მაგრამ, კითხვას ასე დავსვამ - რას გვეუბნება „საქსტატის“ ეს ორი მონაცემი და სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ორივე შემთხვევაში კლების მიზეზი?

- საგარეო ვაჭრობის, მათ შორის ექსპორტის სიდიდეს ძირითადად განსაზღვრავს ორი ფაქტორი: მოთხოვნა კონკრეტულ პროდუქციაზე და ამ პროდუქციის ფასი. საქართველო ჩართულია გლობალურ ეკონომიკაში. 140 სახელმწიფოსთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და იმისდა მიხედვით, როგორია კონიუნქტურა, ფასები გლობალურ ბაზრებზე, ჩვენ ერთი და იგივე საქონლის უცვლელი ფიზიკური მოცულობის შემთხვევაშიც კი ექსპორტის ღირებულება შეიძლება შეგვეცვალოს - გაგვეზარდოს ან შეგვიმცირდეს.

ასე მაგალითად, შარშან საქართველოს ექსპორტში სოლიდური წილის მქონე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ფეროშენადნობებისა და აზოტოვანი სასუქების ფასების შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ფულადი ფორმით დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები ღირებულების დასახელებული საქონლის ექსპორტი განვახორციელეთ იმასთან შედარებით, ვიდრე ადრინდელი, შედარებით მაღალი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.იმავეს თქმა შეიძლება იმპორტთან მიმართებაში.

მაგალითად, ყოველი ბარელი ნავთობის გაძვირება ან გაიაფება მხოლოდ ერთი დოლარითაც კი წელზე გადაანგარიშებით იწვევს (ნავთობის იმპორტის ფიზიკური მოცულობის უცვლელობის პირობებში) ჩვენი იმპორტის ღირებულების, შესაბამისად, დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარით ზრდას ან შემცირებას.

თქვენს მიერ დასახელებული ექსპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირებაც ზემოხსენებული გარემოებებით უნდა აიხსნას. იანვარ-თებერვლის ექსპორტის 12.2-პროცენტიანი შემცირება მოხდა 2023 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან, რომელიც თავის მხრივ წინა, 2022 წლის იანვარ-თებერვალთან, მნიშვნელოვნად - 20.3 პროცენტით იყო გაზრდილი. ასე რომ, მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა.

იანვარ-თებერვლის ექსპორტის 12.2-პროცენტიანი შემცირება მოხდა 2023 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან, რომელიც თავის მხრივ წინა, 2022 წლის იანვარ-თებერვალთან, მნიშვნელოვნად - 20.3 პროცენტით იყო გაზრდილი. ასე რომ, მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა

ამასთან, თებერვლის ექსპორტმა წინა წლის თებერვლის ექსპორტს მცირედით (+2.0%), ხოლო წინა თვის - იანვრის ექსპორტს - საარაკოდ მაღალი ტემპით (37.2%-ით) გადააჭარბა (ექსპორტის საშუალო სადღეღამისო მოცულობით - კიდევ უფრო მეტად - 46.7%-ით).

ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკა და, სამხედრო ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, მისი ავანგარდი - ექსპორტი, აღმავლობის გზაზეა და ეს თავს წლის მომდევნო თვეებში უფრო რელიეფურად გამოავლენს.

საქართველოს ეკონომიკა და, სამხედრო ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, მისი ავანგარდი - ექსპორტი, აღმავლობის გზაზეა და ეს თავს წლის მომდევნო თვეებში უფრო რელიეფურად გამოავლენს

- საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება მიმდინარე ფასებში მშპ-ს ორნიშნა რიცხვით ზრდა.

„საქსტატის“ მონაცემებით “2023 წლის წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.1%-ით აღემატება.

შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ის, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში საკმაოდ კარგი დინამიკა ფიქსირდებოდა. მხედველობაში მაქვს საქსტატის2023 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც «2023 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9% შეადგინა“.

მიმდინარე ფასებში მშპ-ს ორნიშნა რიცხვით ზრდა აშკარად კარგი მოსასმენი სტატისტიკაა, მაგრამ, დაგვავალებთ, თუ განგვიმარტავთ, რას ნიშნავს მიმდინარე ფასებში მშპ-ს ზრდა 10,1%-ით და იმასაც გვეტყვით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- „მიმდინარე ფასებში მშპ-ს ორნიშნა რიცხვით ზრდა“ ნიშნავს, რომ შარშანდელი და წლევანდელი პროდუქცია, რაც იწარმოება ქვეყანაში, შეფასებულია შესაბამისი წლის ფასებით, შემდეგ ყოველი პროდუქციის ღირებულება ჯამდება და ერთმანეთს ედარება.

2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით მიმდინარე ფასებში გაიზარდა დაახლოებით 7.4 მლრდ. ლარით და 80.2 მლრდ. ლარს გადააჭარბა. ამ მატებიდან დაახლოებით 1.8 მლრდ. სწორედ ფასების ზრდით, ხოლო დანარჩენი - დაახლოებით 5.6 მლრდ. ლარი - ეკონომიკის რეალური ზრდითაა გამოწვეული

მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი პროდუქციის ფასი არაა უცვლელი, იზრდება (რამდენით და რამდენზე - ეს ცალკე საუბრის თემაა), დღის წესრიგში დგება საკითხი: ფასები რომ არ შეცვლილიყო, წელს გამოშვებული პროდუქციის ჯამური ღირებულება რამდენით შეიცვლებოდა (გაიზრდებოდა) წინა წლის პროდუქციის ჯამურ ღირებულებასთან? - აი, “საქსტატი” გვეუბნება, რომ ამ მეთოდით გაანგარიშებული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ეკონომისტები ვიხრებით, რომ ქართულად ეტიმოლოგიურად აჯობებს გამოვიყენოთ „მთლიანი სამამულო პროდუქტის“ ცნება, 2023 წელს გაიზარდა 10.1 პროცენტით, თუმცა იქვე ამატებს, რომ რეალურად ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებელი (ანუ უცვლელ ფასებში გაანგარიშებული) გაიზარდა 7.5 პროცენტით.

2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით მიმდინარე ფასებში გაიზარდა დაახლოებით 7.4 მლრდ. ლარით და 80.2 მლრდ. ლარს გადააჭარბა. ამ მატებიდან დაახლოებით 1.8 მლრდ. სწორედ ფასების ზრდით, ხოლო დანარჩენი - დაახლოებით 5.6 მლრდ. ლარი - ეკონომიკის რეალური ზრდითაა გამოწვეული.

- თუ ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის არსებული დინამიკა შენარჩუნდა, ანუ, მიმდინარე ფასებში მშპ-ს ზრდაც თუ ისევ ორნიშნა რიცხვით დაფიქსირდა, რეალურად, ეს როგორ აისახება რიგითი მოქალაქის ჯიბეზე?

- შევთანხმდეთ, რომ მიმდინარე ფასებში ეკონომიკის ზრდა, მათემატიკური ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, „აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობაა“ მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. - ჩვენ - თქვენ და მე - იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომელმაც „მოასწრო“ დაახლოებით ორი წელი „მილიონერთა“ კატეგორიაში ყოფნა.

მხედველობაში მაქვს კუპონიზაციის პერიოდი ლარის შემოღებამდე, როდესაც ცალკეულ თვეებში ინფლაცია 55 პროცენტს აღემატებოდა, ხოლო ჩვენი შემოსავლებიც „იზრდებოდა“ ორნიშნა და სამნიშნა რიცხვებით. ამიტომ, მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის არა ნომინალურ, არამედ რეალურ ზრდას.

რეალური ზრდა კი ნიშნავს დროის ერთეულში მეტი დოვლათის, საქონლისა და მომსახურების წარმოებას როგორც მთლიანად, ისე მოსახლეობის ერთ სულზე. მაგრამ, თუ ბოლომდე ობიექტურები ვიქნებით, ეკონომიკის რეალური ზრდაც არ გულისხმობს, რომ ავტომატურად კეთილდღეობა საზოგადოების ყოველ წევრს იმავე პროპორციით გაეზრდება.

ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, თითოეულმა უნდა მიიღოს თავისი შრომის რაოდენობის, ხარისხისა და საზოგადოებრივი აღიარების შესაფერისი შემოსავალი.

ამ მხრივ გარკვეული პროგრესი ნამდვილად გვაქვს. მაგალითად, დაქირავებით დასაქმებულის საშუალო ხელფასი თუ 2012 წელს იყო 712 ლარი, 2023 წელს მან 1855 ლარს მიაღწია (მეოთხე კვარტალში ის კიდევ უფრო მეტი - 2044 ლარი იყო), ანუ ამ პერიოდში საშუალო ხელფასი გაიზარდა დაახლოებით 2.6-ჯერ.

ფასებიც გაიზარდა, თუმცა რამდენადმე უფრო მცირე მასშტაბით - დაახლოებით 65 პროცენტით, ანუ რეალურ განზომილებაში ერთ დასაქმებულს ამჟამად 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 60 პროცენტით მეტი საქონლის შეძენის შესაძლებლობა გააჩნია.

ფასებიც გაიზარდა, თუმცა რამდენადმე უფრო მცირე მასშტაბით - დაახლოებით 65 პროცენტით, ანუ რეალურ განზომილებაში ერთ დასაქმებულს ამჟამად 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 60 პროცენტით მეტი საქონლის შეძენის შესაძლებლობა გააჩნია

ზოგიერთი პოლიტიკოსს არ მოსწონს ზრდის აღნიშნული ტემპი - მეტი უნდა ყოფილიყოო. მაგრამ ყველაფერი რომ შედარებადია?! მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმავე პერიოდში დაქირავებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი 51 პროცენტით გაიზარდა. მაგრამ რა, ფასების მატება, ინფლაცია მხოლოდ „ქართული ნოუ-ჰაუა?!“ - ფასები ხომ ამერიკაშიც იზრდება - 2023 წელს 2012 წელთან იქ სამომხმარებლო ფასებმა 33 პროცენტით მოიმატა.

მარტივი შედარებაც გვაჩვენებს, რომ რეალურ განზომილებაში ამერიკაში ბოლო 11 წელიწადში საშუალო რეალურმა ანაზღაურებამ 13.5 პროცენტით მოიმატა, ჩვენთან კი, როგორც უკვე ითქვა, დაახლოებით 60 პროცენტით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქართული ლარი აშშ დოლართან რამდენადმე დაეცა, ჩვენი დასაქმებულების საშუალო თვიური ანაზღაურება 2023 წელს 2012 წელთან შედარებით თითქმის 170 დოლარით გაიზარდა და 700 აშშ დოლარს მიაღწია.

მაგრამ, რატომ ვერ გრძნობს ქვეყნის ყველა მოქალაქე ეკონომიკისა და საშუალო ხელფასის ასეთ თვალსაჩინო ზრდას?

მთავარი მიზეზი, მარტივად რომ ავხსნათ, ისაა, რომ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც 2012 წლის შემდეგ 161 ათასით (21.2%-ით) გაიზარდა და 2023 წელს 920.4 ათას კაცს მიაღწია, ჯერ კიდევ ჩამორჩება შინამეურნეობათა რაოდენობას (დაახლოებით 1.1 მლნ. შინამეურნეობა), თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ შინამეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულია ორი, სამი ან მეტი წევრი, იზრდება ისეთი შინამეურნეობების რაოდენობაც, რომლის არც ერთი შრომისუნარიანი ასაკის წევრს არა აქვს სტაბილური სამსახური და მთლიანად საკუთარ მარიფათზე, თვითდასაქმებაზეა დამოკიდებული. ასე რომ, საქართველოში ყოველ 100 შინამეურნეობაზე მხოლოდ 84 დაქირავებით დასაქმებული მოდის, მაშინ როდესაც აშშ-ში - თითქმის 1.5-ჯერ მეტი - 123.

საქართველოში ყოველ 100 შინამეურნეობაზე მხოლოდ 84 დაქირავებით დასაქმებული მოდის, მაშინ როდესაც აშშ-ში - თითქმის 1.5-ჯერ მეტი - 123

როგორ უნდა გაიზარდოს დანარჩენი მოსახლეობის კეთილდღეობა? - ამის მთავარი გზა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. სახელმწიფოს, ხელისუფლების ამოცანა ქვეყანაში ისეთი სამეწარმეო გარემოს ფორმირებაა, რომელიც წარმოშობს შესაბამის სტიმულებს ბიზნესის განვითარებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისათვის. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა ხსენებული 161 ათასით ზრდა სწორედ აღნიშნულის გამოხატულებაა.

მეორე გზა - ესაა სახელმწიფოს მიერ უფრო დიდი და ფართო სოციალური ქოლგის ფორმირება, როდესაც საზოგადოების არაშრომისუნარიანი, ზოგადად, მოსახლეობის ეკონომიკურად არააქტიური ნაწილი სახელმწიფოსაგან მიიღებს სხვადასხვა სახის მონეტარულ და არა მონეტარულ დახმარებას, შემწეობას, შეღავათებს, გარემო და ყოფით-კომუნალური ცხოვრების უკეთეს პირობებს.

მაგალითად, პენსიონერთა პენსია 2012 წლის 125 ლარიდან 2024 წლისთვის 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის 315 ლარამდე, ხოლო 70 წლიდან ზევით - 415 ლარამდე გაიზარდა. მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებლები ორივე ასაკობრივ კატეგორიისთვის 20%-იან დანამატს იღებენ.

პენსიონერთა პენსია 2012 წლის 125 ლარიდან 2024 წლისთვის 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის 315 ლარამდე, ხოლო 70 წლიდან ზევით - 415 ლარამდე გაიზარდა. მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებლები ორივე ასაკობრივ კატეგორიისთვის 20%-იან დანამატს იღებენ

- საქსტატიმონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0%-ით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე.“

ინფორმაციის თანახმად, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ინვესტიციები ქვეყანაში იმის გამო არ შემოდის, რომ ქვეყანას გამართული მართლმსაჯულება არ აქვს და ამ სფეროში ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად სასამართლოში რეფორმის გატარებას არ აპირებს.

რას ნიშნავს „სავალო ვალდებულებების შემცირება? პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის 24%-ით შემცირება რამდენად უკავშირდება სავალო ვალდებულების შემცირებას?

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, თუმცა ეს შემცირება ძირითადად სავალო ვალდებულებების შემცირებითაა გამოწვეული. ბოლო წლებში „წმინდა ქართული“ და უცხოური კაპიტალის თანამონაწილეობით მოქმედი ბიზნესები იმდენად მომძლავრდნენ და მყარად დადგნენ საკუთარ ფეხზე, რომ მასობრივად დაიწყეს ბიზნესის წარმოებისათვის წინა პერიოდებში უცხოური წყაროებიდან აღებული სესხების გასტუმრება.

ამიტომ, მთლიანობაში, ეს ნეგატიურად არ უნდა შეფასდეს. იმავე პერიოდში გაძლიერდა უცხოური კაპიტალის დაინტერესება საქართველოში ბიზნესის წარმოებით, რის გამოც 2023 წელს წინა წელთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობა სააქციო კაპიტალში მნიშვნელოვნად - თითქმის 0.5 მილიარდი აშშ დოლარით (68.3%-ით) გაიზარდა და 1.2 მილიარდს მიაღწია.

ესეც აჩვენებს ქართული ეკონომიკის მდგრადობას, სტაბილურობას, უცხოური კაპიტალისათვის მისაღებ საინვესტიციო გარემოს და სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ გარანტიებს ინვესტიციების დაცვის მხრივ.

ეხლა ამ ფაქტს მეორე მხრიდანაც შევხედოთ - ინვესტიციების საერთო მოცულობა, მოქმედი მეთოდიკით - შემცირდა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა, მიუხედავად ამისა - საგრძნობლად - 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ მეურნეობას აქვს საკმაოდ მზარდი ენდოგენური, შიდა რესურსები შემდგომი ზრდისა და სტაბილური განვითარებისათვის.

ინვესტიციების საერთო მოცულობა, მოქმედი მეთოდიკით - შემცირდა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა, მიუხედავად ამისა - საგრძნობლად - 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ მეურნეობას აქვს საკმაოდ მზარდი ენდოგენური, შიდა რესურსები შემდგომი ზრდისა და სტაბილური განვითარებისათვის

ინვესტიციები, წარმომავლობით მხოლოდ „უცხოური“ ხომ არ არიან, მათი დიდი ნაწილი „შინაური“ წარმომავლობისაა. - ჩვენი შეფასებით, 2023 წელს თანაფარდობა სამამულო და უცხოურ ინვესტიციებს შორის შეადგენდა პროპორციას პირველის სასარგებლოდ, თანაფარდობით 3:1-თან.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ გარკვეულწილად, საინვესტიციო დატვირთვა გააჩნია სახელმწიფოს მიერ აღებულ სესხებსაც, რომლებიც დიდწილად გამოყენება მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

- შეიძლება იმის თქმა, რომ პირდაპირი ინვესტიციების არ შემოდინება არ უკავშირდება მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებს?

- ნათქვამი „ინვესტიციების არ შემოდინება“ - მეტისმეტად ხმამაღლაა ნათქვამი. ქვეყნის საინვესტიციო ტევადობას განსაზღვრავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან. საქართველოსათვის ეს მაჩვენებელი 2023 წელს 5.2 პროცენტს აღემატება, მაშინ როდესაც მსოფლიოში ანალოგიური მაჩვენებელი, გლობალური უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა გლობალურ ეროვნულ პროდუქტთან. მხოლოდ 1.3 პროცენტია.

ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ეკონომიკა ფაქტობრივად ანალოგიური საშუალო მსოფლიო მაჩვენებლის დონეზეა. გამოდის, რომ ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულების ერთეულზე საქართველოში 4-ჯერ მეტი უცხოური ინვესტიცია მოდის, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. ამიტომ, ვიმეორებ, „ინვესტიციების არ შემოდინება“ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურად უადგილო და არაკორექტულია.

ნათქვამი „ინვესტიციების არ შემოდინება“ - მეტისმეტად ხმამაღლაა ნათქვამი. ქვეყნის საინვესტიციო ტევადობას განსაზღვრავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან. საქართველოსათვის ეს მაჩვენებელი 2023 წელს 5.2 პროცენტს აღემატება, მაშინ როდესაც მსოფლიოში ანალოგიური მაჩვენებელი, გლობალური უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა გლობალურ ეროვნულ პროდუქტთან. მხოლოდ 1.3 პროცენტია

მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ აღნიშნული თემით სპეკულირებამ კიდევ ერთი საკითხის აქტუალობა წამოსწია წინა პლანზე: მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა სოციალურ-ეკონომიკური პროცესების, რეალობის შემეცნების იმანენტურად ობიექტური და მიუკერძოებელი ინსტრუმენტია, მავანი პოლიტიკოსები მაინც ცდილობენ მისი გამოყენებით სასურველი რეალობად შეასაღონ საზოგადოებას, და ამ პროცესში არასწორი სტატისტიკის ან სტატისტიკის არასწორი ინტერპრეტირებით მიაღწიონ მიზანს.

რატომღაც ავიწყდებათ, რომ პოლიტიკა იმდენად სერიოზული სფეროა, რომ შეუძლებელია იგი, მით უფრო, გრძელვადიან წარმატებაზე ორიენტირებული, ობიექტური და მიუკერძოებელი სტატისტიკის გარეშე აწარმოო.

- ხელისუფლების ოპონენტებისგან ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო და კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციების დაუწესდა, საქართველო სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული რუსულ ბაზარზე.

აბსოლუტურად გასაგებია ხელისუფლების მტკიცება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს სრულად ვერ შეუერთდებოდა, რადგან ამით თავად მნიშვნელოვნად დაზარალდებოდა.

რამდენად მართებულია მტკიცება, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რაც გარკვეულ სფეროებში მართლაც გვაქვს, ბოლო წლებში რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შედეგია?

- რუსეთის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ბოლო მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის მიხედვით, მხოლოდ 13.9 პროცენტია. ეს წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (14.6%) ნაკლებია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში პირველ ადგილზე რუსეთი კი არა, თურქეთია, მთელი სავაჭრო ბრუნვის 16.0%-ით.

რუსეთის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ბოლო მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის მიხედვით, მხოლოდ 13.9 პროცენტია. ეს წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (14.6%) ნაკლებია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში პირველ ადგილზე რუსეთი კი არა, თურქეთია, მთელი სავაჭრო ბრუნვის 16.0%-ით

რამდენად ღრმაა სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან? - ყველაფერი შეფარდებითია. - მაგალითად, 2000 წელს რუსეთის წილი ჩვენს სავაჭრო ბრუნვაში 30 პროცენტს აღწევდა. აღარაფერს ვამბობ საბჭოთა პერიოდზე, როდესაც რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა საქართველოს პროდუქციის შემოტანა-გატანის მთლიანი მოცულობის თითქმის 3/5.

ამასთან, პრობლემური რჩება რუსეთზე მეტისმეტი დამოკიდებულება ქართული ღვინის მხრივ, რომელშიც რუსეთის წილად მოდის ღვინის მთელი ექსპორტის 70 პროცენტზე მეტი და ხორბლისა და ფქვილის იმპორტი, რომლის იმპორტის 98 პროცენტი რუსეთის ფედერაციიდანაა. რუსულ ბაზარზე მაღალი მოწყვლადობის დამოკიდებულება ეროვნული უსაფრთხოებისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

რუსულ ბაზარზე მაღალი მოწყვლადობის დამოკიდებულება ეროვნული უსაფრთხოებისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს

- ბატონო სოსო, მოგეხსენებათ, 2024 წელი საარჩევნო წელია და ქვეყანა კარგა ხანია საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ჯერ იმ ტიპის დაჯგუფება თუ გადაჯგუფებები არ მომხდარა, რომ შესაძლებელი იყოს ვისაუბროთ, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკურ ხედვებსა და დაპირებებზე.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიტიკური სუბიექტები თავის საბოლოო და მწყობრ ეკონომიკურ ხედვებსა და გეგმებზე აქტიურად საუბრობენ. მხედველობაში მაქვს ქვეყნიდან საზღვარგარეთ მიგრანტთა ზრდის ფონზე დაპირებები სამუშაო ადგილების შექმნაზე, პენსიების ზრდაზე. გვესმის საუბრები გაძვირებულ სამომხმარებლო კალათის გაძვირებაზე, მაგრამ ნაკლებად გვესმის კვალიფიციური მსჯელობა იმაზე, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დაიძლიოს პრობლემა, ანუ გაიაფდეს სამომხმარებლო კალათა და ასე შემდეგ.

თქვენ როგორ შეაფასებდით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემებზე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკურ გეგმებს?

- ბუნებრივია, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სურვილი დასახული მიზნის მიღწევაა, ანუ საარჩევნო ბარიერის გადალახვა და ადგილების დაბევება საკანონმდებლო ორგანოში. თანაც, წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, ამჟამინდელი არჩევნები მთლიანად პროპორციული ნიშნით ხორციელდება, რის გამოც იზრდება კოლექტიური, გუნდური მუშაობისა და განცხადებების მნიშვნელობა.

წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ მათი წინადადებები, რომლითაც საარჩევნო სუბიექტები გადიან ამომრჩევლების წინაშე, უნდა იყოს: ა) აქტუალური - ანუ შეესაბამებოდეს ამომრჩეველთა უმრავლესობის სურვილებს და მათ მოლოდინებს; ) უნდა იყოს რაც შეიძლება გასაგები, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და არა ცალკეული ლოზუნგების ნაკრები და ) ეს წინადადებები, ერთობლიობაში, დაარქმევენ მათ ეკონომიკურ პროგრამას, თუ განვითარების ძირითად მიმართულებებს, უნდა იყოს რეალისტური - მათში უნდა ჩანდეს არა მარტო მიზნები და სურვილები, არამედ მათი განხორციელების გზები, საჭირო რესურსები და ვადები.

პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური გეგმები უნდა იყოს რეალისტური, მათში უნდა ჩანდეს არა მარტო მიზნები, არამედ მათი განხორციელების გზები, საჭირო რესურსები და ვადები

აღნიშნულის გარეშე ეს წინადადებები დარჩებიან პოპულისტურ პროჟექტებად, პოლიტიკური ინფანტილობის გამოხატულებად ან, თუ უფრო რადიკალურები ვიქნებით, მათ უკან მდგარი პოლიტიკოსები აღმოჩნდებიან პოლიტიკური შულერების როლში, რომლებიც აკრძალული, არასამართლიანი გზებით და ხერხებით ცდილობენ ელექტორატის ნდობის მანდატის მოპოვებას.

მართალია, არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ ცალკეული „ეგზოტიკური“ შინაარსის ეკონომიკური გეგმები უკვე გაასაჯაროვა პოლიტიკური პარტიების მიერ. დაწყებული „1000-ლარიანი“ პენსიიდან და დამთავრებული „მეტროს 15 ახალი სადგურით“. ეს სლოგანის დონეზე გაკეთებული განცხადებები რაღაცით მაგონებს ერთი ცნობილი რომანის მთავარი პერსონაჟის, რიო დე ჟანეიროზე მეოცნებე დიდი კომბინატორის მოყვარული მოჭადრაკეებისათვის გაცხადებულ ნიუ ვასიუკის გარდაქმნის „გრანდიოზულ გეგმებს“...

- რადგან არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი და ეკონომიკურ პოლიტიკაზე პოლიტიკური სუბიექტები ბევრს იმსჯელებენ, თქვენ რას ურჩევდით მათ იმისთვის, რომ მათივე წინასაარჩევნო ეკონომიკური პოლიტიკა უფრო გამართული და რეალიზებადად გამოიყურებოდეს?

- ესაუბრონ საზოგადოებას გასაგებ ენაზე, საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებზე, ნუ ჩამოაყალიბებენ თავიანთ ეკონომიკურ პროგრამებს, სადაც მხოლოდ ხაზგასმული იქნება, თუ „რას მისცემენ“ ისინი საზოგადოებას, ხალხს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნუ განუვითარებენ ელექტორატს პოლიტიკური ინფანტილიზმის გრძნობას.

შეხედონ ხმის უფლების მქონე მოსახლეობას არა როგორც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ არჩევანის გამკეთებელ მასას, არამედ როგორც თანამებრძოლთა ლაშქარს, რომელთანაც ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანა უნდა გახადონ უფრო ძლიერი, დალაგებული, კომფორტული და უსაფრთხო თავისი მოქალაქეებისათვის

ესაუბრონ იმაზე, თუ როგორ, რა ფორმით და ფორმატით ჩართავენ მათ ამა თუ იმ პროექტის რეალიზაციაში, რათა საზოგადოების თითოეულმა წევრმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს საკუთარი არჩევანის გაკეთებისას.

შეხედონ ხმის უფლების მქონე მოსახლეობას არა როგორც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ არჩევანის გამკეთებელ მასას, არამედ როგორც თანამებრძოლთა ლაშქარს, რომელთანაც ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანა უნდა გახადონ უფრო ძლიერი, დალაგებული, კომფორტული და უსაფრთხო თავისი მოქალაქეებისათვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო