მე-4 ქვეითი ბრიგადა ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ფრენბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინალში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ. გამარჯვება მე-4 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდი მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილზე მე-5 საარტილერიო ბრიგადა გავიდა.

უწყების განმარტებით, გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრმა გადასცა.

„სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები მედლებით დაჯილდოვდნენ; დასახელდნენ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებიც, რომელთაც საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ტურნირი ფრენბურთში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის, დასავლეთისა და განათლების სარდლობების, ასევე ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის გუნდები მონაწილეობდნენ. სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით უწყებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ყოველწლიურად ტარდება“.- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს