სამეგრელოში მობილური საკონსულტაციო კამპანია მიმდინარეობს

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია სამეგრელოს რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.

ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხვდებიან და მათ საქართველოში მოქმედ უფასო სამართლებრივ სისტემას, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს აცნობენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალ ხიბულაში, საჯიჯაოში, ხამისკურში, ხეთაში, ნოჯიხევში ადგილობრივებმა უკვე ისარგებლეს იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრით" და მიიღეს ინდივიდულაური კონსულტაციები მათთვის საინტერესო საკითხებზე: სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ქულების მინიჭება და გასაჩივრება, საოჯახო დავებთან დაკავშირებული საკითხები, მიწის ნაკვეთით სარგებლობა და რეგისტრაცია, საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთოებები, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, განრიდება მედიაცია და სხვ.

„აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში. ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია ის სოფლებისა და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს. მობილური საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად გადაჭრა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრობლემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა